თავი 4.

57 6 0
                                    

  
გრემი:

ერთი დილაც გათენდა და ბლექი შეიცვალა,ასე უბრალოდ.სრულიად სხვა პიროვნება გახდა.თითქოს მხოლოდ სხეული იყო იგივე და ვიღაცამ სული ახლიდან შთაბერა.

თავდაპირველად მომწონდა რომ მისი სიუხეშე სადღაც გაქრა.მეტად თავაზიანი და დამყოლი იყო,მაგრამ ღმერთია მოწმე რამხელა ტკივილი გადავიტანე როცა შევამჩნიე ნელ-ნელა შონს როგორ უახლოვდებოდა.

ჯერ არ ვიმჩნევდი,საკუთარ თავს ვაიძულებდი ამაზე არ მეფიქრა.მაგრამ ერთ ოთახში ცხოვრება,დროის უმეტესი ნაწილის ერთად გატარება,მეტისმეტი იყო  ჩემთვის.ეჭვიანობისგან ვკვდებოდი როდესაც ყველანი შევიკრიბებოდით ხოლმე ჩვენს საქმეებზე სალაპარაკოდ და ბლექი და შონი ერთმანეთის გვერდით სხდებოდნენ.

იოკი თითქოს ყველაფერს ხვდებოდა და ასეთ დროს ჩემს გამხნევებას ცდილობდა.მისთვის არასდროს მითქვამს ჩემი გრძნობების შესახებ,მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერი ზედმეტად ადვილი დასანახი იყო.

ჩვენი გაცნობის ისტორია საკმაოდ ჩვეულებრივია.როგორც ხდება ხოლმე,სტუდენტი ხდები და ადრე თუ გვიან უნივერსიტეტში მეგობრებს იძენ.

მე,შონი და იოკი უკვე ერთად ვიყავით როდესაც ბლექი შემოგვიერთდა.მკაცრი იყო,თითქმის სულ უხასიათო,მარტოსული.

რადგან შონი და იოკი რაღაცით გავდნენ ერთმანეთს,ერთად დროის გატარება უკეთ გამოსდიოდათ.
სწორედ ასე დავახლოვდით მე და ბლექი.

ერთად ვმეცადინეობდით,ერთად ვჭამდით,ზოგჯერ ერთადაც ვრჩებოდით ხან მის ხან კი ჩემს დორმში.ამაში განსაკუთრებული არაფერი იყო.ჩვენ ხომ მეგობრები ვიყავით.სანამ ერთ დღესაც ოთხივე ჩვენგანმა ძალიან ბევრი არ დავლიეთ და სიმთვრალეში ისეთი მოგონება არ ამომიტივტივდა გონებაში,რომლის არსებობა აღარც კი მახსოვდა.

დაწყებითი სკოლა,პატარა ტანის *ბიჭი ეზოში მაგიდასთან მარტო ზის და მანგას კითხულობს.მეორე კი მასზე მაღალი თავს წასდგომია და მის გამოწვევას ცდილობს.

What About Us? 🔞Where stories live. Discover now