*წარსულში დაბრუნება*
– ვიდეო ჩანაწერი აღვადგინე! ბედნიერი შეეხმიანა ნენსი.
– რა ჩანს ვიდეოზე? შეშფოთებულმა ჰკითხა სკარლეტმა.
– სრულ, ორიგინალ ვერსიას გამოგიგზავნი, შენი თვალით ნახე!
სკარლეტმა სწრაფად გახსნა ნენსის გამოგზავნილი ვიდეო.
– ვილიამი მართალი იყო, მას მამაჩემი არ მოუკლავს, - ჩაეცინა ვიდეოს ნახვაზე, შავ ტანსაცმლიან მამაკაცზე და საკუთარ თავზე.
– მისი ვინაობის გაგება შეგვიძლია? დაიმედებულმა ჰკითხა ნენსის.
– ამას დრო სჭირდება, პატარა საქმეებს მოვაგვარებ და შევეცდები მის აღდგენას, მაგრამ ერთი პრობლემაა, ვილიამსაც ჰყავს დაქირავებული ჰაკერი, მან რომ ვიდეო ჩანაწერის ორიგინალი ვერსია იპოვოს?
– ემილის მიუტანე სახლში მეხსიერების ბარათი, მან იცის სადაც უნდა შეინახოს.
– კარგი, - სწრაფად გათიშა ტელეფონი.
*წარსულიდან დაბრუნება*
– პაციენტი უკვე უკეთ გრძნობს თავს, - პალატიდან გამოვიდა და ემა დაამშვიდა.
– შეიძლება მასთან შევიდე?
– სასურველი არაა, ჯერ დაღლილია, ამიტომ დაისვენოს, მოგვიანებით მოინახულეთ!
– დიდი მადლობა! თავი დაუქნია.
მოულოდნელად გადაღლილი ნიკოლასი გამოჩნდა დერეფანში.
– რა ხდება ნიკოლას?
– როგორაა ვილიამი? კითხვაზე კითხვით უპასუხა ნიკოლასმა.
– კარგადაა, სკარლეტმა გადაუსხა სისხლი და ახლა უკეთაა.
– კარგია, მაგრამ პრობლემები გვაქვს.
– რა პრობლემები? გაოცდა ემა.
– ქალბატონი მელოდია და მისი ქალიშვილი ჩამოვიდნენ, ვილიამის მოწვევით. კიდევ..
– დეიდა ჩამოვიდა? შეშფოთდა ემა, - ჩვენ კი სახლში არ დავხვდით..
YOU ARE READING
წარსულის შეცდომა
Horrorცხოვრება შემთხვევითობებითაა სავსე, როცა ფიქრობ რომ არასწორ დროს, არასწორ ადგილას მოხვდი, და ამიტომაც გადანაშაულებენ სასტიკ მკვლელობაში რთულია იფიქრო განსხვავებულად, მაგრამ რა მოხდება იმის გააზრებისას რომ შენს ნაცვლად მსხვეპლი იყო შემთხვევითი? ფიქცია...