ეპილოგი

39 8 2
                                    

*რამდენიმე თვის შემდეგ*

- მნიშვნელოვანი თათბირის გადადება ნამდვილად არ მსურდა, ამიტომაც ვართ ახლა აქ, - ნიკოლასმა ამაყად წამოიწყო საუბარი, მაგრამ საზოგადოების მოწყენილი სახეების ყურებამ ყველანაირი იმედი გააქრო მასში.

- რა მნიშვნელობა აქვს აქ ვისხდებით თუ სახლიდან ონლაინ ვუხელმძღვანელებთ კომპანიას, ვილიამის გარეშე არავითარი ფასი არ აქვს ყოველივეს, - ემას სევდიანმა ხმამ კიდევ ერთხელ შეახსენა მწარე რეალობა, რომელზეც არავინ საუბრობდა მის გარდა.

ემილიმ ხელები გადააჯვარედინა და ნიკოლასს ცნობისმოყვარე თვალები მიაპყრო, ნენსიმ კი სახე საბუთებში ჩამალა. ოლივერმა რამდენჯერმე შეათამაშა ნიშნობის ბეჭედი თითზე, რომელსაც მოჯადოებული უყურებდა საპირისპირო მხარეს მჯდომი სკარლეტი. გოგონა იმდენად იყო გატაცებული საკუთარი ფიქრებით, რომ უჭირდა საუბრის მოსმენა.

ვილიამი გაქრა. არა, არ მომკვდარა, რადგან იმ დღეს მხოლოდ ერთი ტყვია გავარდა და ლუკასის სიცოცხლე იმსხვერპლა, მაგრამ ადგილზე მისულებს აღარც ვილიამი დახვდათ. მხოლოდ მისგან დატოვებული ჩანაწერი, რომელიც მის მისამართს არ იტყობინებოდა. თითქოს ჰაერში გაუჩინარდა, მასზე სიტყვაც არ ისმოდა. ლონდონმა საბოლოოდ შეიტყო მისი უდანაშაულობის შესახებ, მრავალჯერ გააჟღერეს მისი სახელი სხვადასხვა გადაცემებში, მრავალჯერ შეახსენეს საზოგადოებას ვილიამ კარტერი, მაგრამ მის ყურამდე მაინც არაფერი მისულა. რამდენადაც სკარლეტი იცნობდა ვილიამს მსგავსი ყურადღება არ ესიამოვნებოდა, ხელებს გადააჯვარედინებდა და იტყოდა: "მხოლოდ რეიტინგის ასაწევად ახსენებენ ჩემს სახელს ასე ხშირად, სხვა მიზეზი არსებობს?" მის სკანდალურ ცხოვრების შესახებ მალული აღარაფერი იყო დარჩენილი, პირად საზღვრების დარღვევად მიიჩნევდა.

სკარლეტი საკუთარ თავსაც კი გაუწყრა, როცა შენიშნა, რომ ვილიამზე წარსულში საუბრობდა. მართალია ის ახლა მათთან აღარ იყო და დედამიწის სხვა წერტილში ცხოვრობდა. შესაძლოა ვინაობაც კი შეცვალა და ახალი ცხოვრება დაიწყო, მას ხომ ყოველთვის სურდა სადმე მშვიდად ცხოვრება, ვერავინ დასძრახავდა ამ საქციელის გამო, მაგრამ მათი მიტოვებაც? აზრად როგორ გაივლო..

წარსულის შეცდომაWhere stories live. Discover now