თავი პირველი

385 32 10
                                    

სკარლეტი საშინელი ექვსი წლის მიუხედავად მაინც ინარჩუნებდა სიცოცხლის ხალისს. ამბობენ, დრო ყველაფერს კურნავსო, მაგრამ როგორ შეიძლებოდა დროს განეკურნა გოგონას ტკივილი, როდესაც მისი ერთადერთი ოჯახის წევრი ისე გამოეცალა ხელიდან, რომ ვერაფერი გაიგო. იმ დღის შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვალა.

– სკარლ, - ოთახში შევიდა გოგონა და ყავისფერი თმა ნერვიულად შეისწორა. სკარლეტმა უემოციო თვალებით შეხედა და ფურცლები უჯრაში სწრაფად შეინახა.

– რა მოხდა ემილი? აფორიაქდა მის ასეთ მღელვარებაზე და ფეხზე წამოდგა.

– ახალი ამბებისთვის არ მოგისმენია, არა? კითხვაზე კითხვით უპასუხა ემილიმ, მისი მუქი თვალები სწრაფად მოავლო სკარლეტის მაგიდას. მარტივად დასამახსოვრებელი ჩანდა. ემილის გასაკვირვად სკარლეტს არ ედო მამას ფოტო, სამაგიეროდ ფურცლებით გადატენილი მაგიდიდან ხშირად ცვიოდა ისინი.

– არა, რა მოხდა ასეთი რამაც აგაფორიაქა? ეჭვის თვალით შეხედა, წითური გრძელი თმა სწრაფად შეიკრა და საკუთარი თავი სარკეში შეათვალიერა.

– ის ბიჭი გამოუშვეს, - წამოიწყო ემილიმ და სკარლეტი შეათვალიერა, - მამაშენის მკვლელი.

– რა ირონიულია, - გაეცინა გოგოს, - ანუ გამოაღწია ციხიდან, - ექვსი წელი მამაჩემს გააცოცხლებს? მისთვის ეს ცოტა დროა..

– გთხოვ ისევ შურისძიებაზე ფიქრი არ დაიწყო, ერთადერთი და ჰყავს, მას ხომ არ მოუკლავ? ასეთი სასტიკი ნუ იქნები! შესძახა ემილიმ აღელვებულმა.

– ემილი დამშვიდდი, მის დას არაფერს ვავნებ, არც მას. უბრალოდ მინდა შევხვდე და ვკითხო თუ რატომ გამოასალმა მამა სიკვდილს. ამის უფლება ნუთუ არ მაქვს? შეშფოთდა ნაცრისფერთვალება და ჩანთა აიღო.

– აპირებ მას შეხვდე? იქნებ რაიმე გავნოს? გზაზე გადაეღობა გოგონა.

– ემილი, შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ, როცა მიჭირდა ერთ-ერთი იყავი ვინც მამშვიდებდა და სტიმულს მაძლევდა. თუ რაიმე მნიშვნელოვანს დავაპირებ, გპირდები შეგატყობინებ. ამჯერად კი სამსახურში მივდივარ, ამიტომ არ ინერვიულო! გამოიცვალე და დაისვენე, ვიცი რომ გუშინ რთული დღე გქონდა, რომ მოვალ იმედია დეტალებს მომიყვები, - გაეცინა და უკვე დამშვიდებულს თვალი ჩაუკრა. სახლიდან გასულმა ნაღვლიანად ამოიოხრა და მანქანაში ჩაჯდა.

წარსულის შეცდომაWhere stories live. Discover now