თავი მეოცე

43 4 8
                                    

ბნელოდა როდესაც ვილიამმა ფანრით შეაბიჯა სახლში, სადაც ბავშვობა ჰქონდა გატარებული. ბავშვობა მარტივი სათქმელია, მაგრამ ტანჯვის მეტი არაფერი ახსოვდა არასრუწლოვნების პერიოდიდან, არც სრუწლოვანების პერიოდი აღმოჩნდა მისი მეხსიერებისთვის სახარბიელო. უფლება რომ მიეცათ ყველა მოგონებას ამოიშლიდა და მოგვიანებით თავს დაარწმუნებდა, რომ ერთ ღარიბი ობოლი უსახლკარო მოზარდი იყო, რომელიც არვისთვის არაფერს წარმოადგენდა. ყოველ შემთხვევაში აღარ მოუწევდა ამდენი სისულელის კეთება.

ფანარი ყოველ კუთხეს მოანათა და თითოეულ ოთახში გატარებული წუთები გაახსენდა. წარსულზე საუბარს ყოველთვის უფრთხოდა. ბავშვებს, რომლებსაც მშობლებთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ ვილიამის შურის ობიექტნი ხშირად ყოფილან. შეიძლებოდა ეზოში გასულს საათობით ეცქირა ბედნიერი ოჯახისთვის და თავი მათ წევრად წარმოედგინა სანამ რომელიმე უფროსი წევრი ოცნების საშუალებას არ წაართმევდა.

ხშირად აღმოჩნდებოდა ხოლმე უაზრო ყურადღების ცენტრში, ოჰ როგორ ეზიზღებოდა, მაგრამ რა უნდა გაეკეთებინა.

მეორე სართულზე ნელი ნაბიჯებით ავიდა. თითქმის ხვდებოდა რისი ხილვაც მოუწევდა ერთ-ერთ ოთახში და განზრახ ბოლოსთვის იტოვებდა.

ნელა ჩაუარა ემას ოთახს, რომელიც მიუხედავად ემას მოწესრიგებული ხასიათისა ამჯერად არეული იყო, არც გაჰკვირვებია. გოგონას ოთახი მისივე გემოვნებით იყო შექმნილი. საყვარელი მომღერლებისა და მოცეკვავრების პოსტერებით შემკული კედლები, ფერადი დიზაინის სამუშაო კუთხე და ერთსაწოლიანი კომფორტული საწოლი. სწორედ ამ ოთახში ცეკვავდა ემა, როდესაც ვილიამი ციხიდან დაბრუნდა (როგორც პირველ თავშია ნახსნები ემა You and me by Kim Jennie ცეკვით იყო დაკავებული). გარკვეული მოგონებები მტკივნეულად ახსენდებოდა ვილიამს, მაგრამ დრო იყო საბოლოოდ აეხადა ფარდა იმ საიდუმლოსთვის, რომელიც დღეს უნდა გამოაშკარავებულიყო.

წარსულის შეცდომაWhere stories live. Discover now