რაღაც პატარა შემთხვევას შუძლია მთლიანად ამოაყირაოს ყველაფერი და შენი ცხოვრება შეცვალოს,ყველაფერი შენს ერთ სვლაზეა დამოკიდებული, ეს პატარა შემთხვევა ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს, ამ სიტუაციაში საქმე შემთხვევით გაცნობას ეხება.
______________________________
ხალხმრავლობა იყო ტრანსპორტში, ვინ ვის ეხუტებოდა, ეტმასნებოდა, ეხებოდა, ვერ გაერკვეოდი, სრული ქაოსი.
ამდენ ხმაურში, ერთი ზედმეტად მშვიდი ახალგაზრდა წყნარად იდგა და გაზვიადების გარეშე, ყველა და ყველაფერი ეკიდა. მათ შორის ისიც, რომ ავტობუსში იყო და არც კი ანაღვლებდა მის გაჩერებას მიუახლოვდა, თუ არა. რათქმაუნდა ხალხმრავლიანობის გამო ამას ვერც ამჩნევდა. ყმაწვილი მისი გარეგნობით გამოირჩეოდა, ლამაზი და გამოყვანილი ტუჩები, პროპორციული სახე, თვალებზე ჩამოყრილი თმები და ეს ხალი ცხვირზე... ჰმმ, როგორ მიმზიდველს ხდიდა. თავის სამყაროში იყო, ყურსასმენები ეკეთა და არაფერი ადარდებდა, ჰოდა ვინ იქნებოდა თუ არა თავად კიმ თეჰიონი.
ადვილად შესამჩნევი იყო მისი გარეგნობის გამო, თუმცა არა ამ ხალხმრავლობაში, მაგრამ დაკვირვებულ თვალებს არც ამ დროს გამორჩებათ განსაკუთრებული რამ მხედველობიდან. "გადაჭედილობის" გამო ვიღაც იდიოტმა დრო იხელთა და თეჰიონისთვის ტელეფონის ამოღება სცადა შარვლის უკანა უბიდან, რასაც თეჰიონი ვერ ამჩნევდა, თუმცა ამჩნევდა ბიჭი, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში მზერა არ მოუწყვიტავს კიმისთვის.
-რას აკეთებ შე სირო!-დაიყვირა შავთმიანმა, მაღალმა და მიმზიდველმა ბიჭმა და "მანიაკს" სახეში გემრიელი მუშტი უთავაზა, ეს ყველაფერი მას შემდეგ, როცა გაიაზრა, რა ხდებოდა.
როგორც კი ავტობუსი გაჩერდა ეგრევე ჩავიდა ახალგაზრდა ქურდი, რათა კიდევ რაიმე შარში არ გახვეულიყო, რა უსამართლოა ეს სამყარო, არასდროს გვინდობს, ახალგაზრდა ყმაწვილები უნდა იპარავდნენ და ასე უნდა შოულობდნენ ლუკმა-პურის ფულს? დასანანია...
თეჰიონი ვერ მიმხვდარიყო რა მოხდა და ჯერ კიდევ მომხდარისგან გაკვირვებული უყურებდა ჯერ მის წინ ასვეტილ ბიჭს და შემდეგ მის ჩაწითლებულ მუშტს.