გადიოდა დღეები,ბიჭებს ერთმანეთი უფრო და უფრო უყვარდებოდათ, გიჟდებოდნენ ერთმანეთზე, პეპლები დაფრინავდნენ მათ მუცელში როცა ერთმანეთს ხედავდნენ და უნდოდათ ყოველი წუთი თუ წამი ერთმანეთთან ყოფნით გაელიათ, რა უნდა ყოფილიყო სხვა რამ სიყვარულის გარდა? თუმცა ამაში არც საკუთარ თავს უტყდებოდნენ და არც ერთმანეთს. ყოველ დღე უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს და ის ნაპერწკალი ღვივდებოდა, რომელიც იმ დღეს, ავტობუში წარმოიქმნა და ამ ორი ადამიანის მომავლის გზებს ერთმანეთთან აკავშირებდა. დადიოდნენ სასეირნოდ საღამოობით და დროს ერთად ატარებდნენ, დღეს არ აგდებდნენ ისე რომ ერთმანეთი არ ენახათ, არც ეს დღე იყო გამონაკლისი.
~გუკ...დღეს ვერ გამოვალ, მაპატიე.
~ რაგჭირს? გინდა მე მოვიდე?
~ არარი საჭირო ჯონგუკ, უბრალოდ მარტო მინდა დავრჩე ჩემს ფიქრებთან,მარტო მინდა ვიყო, ასეთი ძნელია?
~რაღაც გჭირს..
~ რაუნდა მჭირდეს? არ შემიძლია ერთი დღე საკუთარ თავს მივუძღვნა? თუ ესეც შენ გკითხო??უბრალოდ შემეშვი, აუცილებელი არაა რამე მჭირდეს რომ მარტო დარჩენა მოვინდომო.ჯეონს ამაზე არაფერი უპასუხნია..მეტიც უკვე მზად იყო, ხვდებოდა რომ ყველაფერი რიგზე არ იყო და კიმის მარტო დატოვებას არ აპირებდა. მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად მოწყდა ადგილს.
-თე..გააღე...თე...*კაკუნი* თეჰიონ კარი გამიღე. თეჰიონ ახლავე!-დაიყვირა უკვე შეშინებულმა ჯეონმა თუმცა პასუხს არავინ ცემდა.
-თეჰიონ ეს სახუმარო თემა არ არის, ახლავე მოდი და კარი გამიღე თორემ მე თვითონ მომიწევს შემომტვრევა...თიჰონ მეთქი! კარგი...შენ თვითონ მოინდომე ასე.-და ცეცხლივით შეიჭრა სახლში. სანახაობამ შეშალა კინაღამ..თეჰიონი ძირს ეგდო, ისტერიულად ტიროდა და თავში ხელებს ირტყამდა.
-თეჰიონ რას აკეთებ?! სულ შეიშალე?? რას აკეთებ თე, გაჩერდი, დაწყნარდი თე, გთხოვ დამშვიდდი ჩემო პატარა...თეჰიონ გთხოვ დამშვიდდიი გთხოვ!-ყვიროდა აჭრილი ჯონგუკი, კიმი კი გაჩერებას არ აპირებდა, თავში ირტყამდა ხელებს და "ბღაოდა",ჯონგუკი მას ხელებით იჭერდა და ნელნელა მკერდზე მიიხუტა,თეჰიონი მაინც ტიროდა...თუმცა ცოტა დამშვიდდა კიდეც,ვერ მოითმინა ჯეონმა და მასაც წამოსცვივდა ცრემლები, წუთების განმავლობაში იყვნენ ასე და ქვითინებდნენ.(👇)