*საღამოს*
*გიორგის ხედვა*
საწოლზე მოკუნტულად ვიწექი დავსუსტდი ჩემი დარდი არ მეყოფოდა ახლა ჩემს "გამოგონილ" გოგონაზე ვფიქრობ რომელმაც რაღაც ჩემი მიისაკუთვრა მისი თვალები გონებიდან არ მივარდება როგორ შეიძლება ასეთი მდიდარი ფანტაზია მქონდეს რომ ანგელოზი წარმოვიდგინო ის გოგო ანგელოზად წარმომიდგენია მისი შეხებაც კი მახსოვს როცა ტანში ჟრუანტელმა დამიარა ტელეფონის ხმამ გამომარკვია
კახა:შეჩემა სად ხარ აგიფეთქე ტელეფონი
გიორგი:კახა შენი თავი არ მაქ
კახა:მოვდივარ!
გიორგი:მარტო ყოფნა მინდა
კახა:არ მაინტერესებს!
ტელეფონი გათიშა აზრი არ ქონდა შეწინააღმდეგებას მაინც გაიტანდა თავისას... მალევე შემოძვრა ჩემს სახლში და ჩემს ოთახშში
კახა:ჰე ბიჭო წამოდექი მიდი უცებ
გიორგი:შენ ბიჭო დაცურებული გაქ რა წამოვდგე
კახა:რა აგრესიებია ოე ვიღაც გოგოს გამო ასე...
გიორგი:არ იყო ვიღაც გოგო!
წამოვხტი და ვუღრიალე ისე რომ შეხტა
კახა:შეჩემა ახლა სრული ეფექტისთვის მითხარი რომ შენი ფანტაზიის არსება შეგიყვარდა და სიცილს ავტეხავ
გიორგი:კახა არ გავდა ის ჩემს ფანტაზიას რაღაც მშვენიერი და სრულყოფილი იყო რაღაც ძვირფასი
კახა:მგონი სიცხე გაქვს
შუბლზე ხელი შემახო მე კი ხელი ვკარი და დავუბღვირე
გიორგი:მისმინე სესო არ დამვიწყებია გასაგებია? თუ დაგელაპარაკება გადაეცი რომ შანსი არ აქვს გაიგე?!
იმხელაზე ვიღრიალე კახამ უკან გადადგა ნაბიჯი
კახა:გიო დამშვიდდი
გიორგი:მისმინე კახა ახლა წახვალ და დამტოვებ კიდევ იმ გოგოზე ცუდს აღარაფერს მეტყვი და არც იმას რომ მე გამოვიგონე ასევე სესოს ეტყვი რომ მოშორდეს ჩემი ცხოვრებიდან ისე როგორც ბავშვი მოიშორა გასაგებია?
ვთქვი და ცრემლე გადმოვაგდე
კახა:კ...კაი ძმაო დამშვიდდი წავალ
მხარზე ხელი შემახო შეტრიალდა ჯერ ოთახიდან მერე კი სახლიდან წავიდა. მე ფანჯარა გავაღე ბნელოდა და წვიმის წვეთები ფრთხილად დაეცა ჩემს ხელს რომელიც ფანჯრიდან ოდნავ მქონდა გაყოფილი ძალიან გასაკვირია ზაფხულზე წვიმა თან ცივი წვეთები ფანჯარა მოვხურე და საწოლში ჩავწექი თვალების მიხუჭვისთანავე ის ცისფერი თვალები იყო ის ულამაზესი მშვენიერი თვალები ისევ ვიძირები მასში ისევ ვბრუვდები და ვითიშები...