*თეკლას ხედვა*
ოთახში შემოჭრილი მზის სხივი მაღვინძებს რომელიც ზუსტად ჩემს თვალს ეხება გაჭირვებით ვახელ თვალებს და ჯანდაბა სად ვარ ოღონდ ეს არა ფეხზე ნელა ვდგები ჩემს ფეხსაცმელებს ვიცვამ და ოთახიდან გავდივარ ვერავის ვხედავ ნეტავ რამე სისულელე ხომ არ გავაკეთე შუბლზე ხელს ვიდებ როცა ფართხალის ხმა მესმის მდივანთან მივდივარ და გიოს სძინავს თმები სრულიად აჩეჩილი აქვს სიზმარში თბილად იღიმის და მშვიდად სუნთქავს მის წინ ჩავიმუხლე და დაკვირვება დავიწყე რა შესანიშნავია ვერ ვიჯერებ მისი ქერა კულულები შუბლს იკავებს და ლამაზად ბზინავს ნელ ნელა თვალებს ახელს და ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება ისე იღიმის თითქოს პირველად დამინახა თითქოს რაღაც ძვირფასი ბრილიანტი ვიყო
გიორგი:ასეთი რეალისტურია სიზმარი?
თავისთვის ბუტბუტებს
თეკლა:რეალობაში ხარ
ვეუბნები სიცილით და სამზარეულოს ვუალოვდები
გიორგი:ნეტავ ყოველი დილა ასე სიზმარივით დაიწყოს
ამბობს ძილისგან შეცვლილი და დაბოხებული ხმით მის ხმაზე მცრის ჟრუანტელი მივლის და სამზარეულოში შევდივარ შემომყვა
გიორგი:გუშინ გავაკეთე და არ ჭამე
მიმითითა "ჩიჟიბიჟზე"
თეკლა:რა ჩემი ბრალია თუ მძინარა ვარ
ვუთხარი და საწყლად ავხედე ჩემზე დაახლოებით 10 სმით მაღალს
თვალები დახუჩა და გაიღიმა
გიორგი:ამ სისაყვარლეს ვერ გავუძლებ!
მითხრა სიცილით და ცხივრე მომეფერა
თეკლა:მგონი ჯობია წავიდე
გიორგი:არა არ წახვიდე ვისაუზმოთ
თეკლა:კარგი მაგრამ მერე წავალ
გიორგი:შოთასთან?
დამწუხრებული მეუბნება რა ჭირს ამ ბიჭს
თეკლა:ხო შეიძლება მასთან
ამოიხვნეშა და სამზარეულოდან გავიდა მალევე მეც გავედი და ოთახში ისე შევედი დამავიწყდა რომ მის ოთახში შევდიოდი ზედა გახდილი ქონდა და დასველებულ თმებს პირსახოცით იშრობდა თვალი მის ულამაზესს პრესზე გამიშტერდა და შემამჩნია
გიორგი:ამ...რამე გინდოდა?
მკითხა დაბნეულმა
თეკლა:აა...არ...არაფერი
ძლივს ამოვთქვი და ოთახიდან გავიპარე ღმერთო რა სულელი ვარ ისევ სამზარეულოში შევედი და საუზმე გავაკეთე მაგიდაზე დავდე ყველაფერი და გიოც გამოვიდა
გიორგი:თეკლა ამდენი რამე შენ გააკეთე?
თეკლა:კულინარობა მეხერხება
გიორგი:აშკარად მჭირდება დიასახლისი თორემ მე ერთხელაც აქაურობას ავაფეთქებ
გაიცინა და მეც ჩამეცინა ვისაუზმეთ მერე კი მისი ბევრი ხვერწნის მიუხედავად მაინც წამოვედი და ეგრწვე შოთას ზარი
შოთიკო:თეკლა სად ხარ გულს რატომიხეთქავ
თეკლა:რა იყო?
შოთიკო:სახლში არ ხარ გუშინ აღარ დამხვდი რომ მოვბრუნდით კახამ რაღაცეები მომიყვა და მაგიტო გამიყვანა გვერდით ტელეფონზე მილიონი მესიჯი მოგწერე
თეკლა:არ მინახია
შოთიკო:მიპასუხე სად ხარ მოგაკითხავ
თეკლა:ამ წამს გამოვედი გიოს სახლიდან
შოთიკო:რა...რაააა?
თეკლა:ხო რა იყო გუშინ მასთან დავრჩი
შოთიკო:მოიცა რაააა? გაგიჟდი გოგო შეენ?
ხმამაღლა გამოუვიდა
შოთიკო:ახლავე შემხვდი!
თეკლა:კაი რატო ბრაზდები სად შეგხვდე
შოთიკო:ჩვენს კაფეში!
თეკლა:ხო კარგი
ტაქსი გავაჩერე და კაფეში მივედი ტაქსით შიგნით შოთა იჯდა მასთან მივედი და მის წინ დავჯექი
შოთიკო:ახლავე ამიხსენი რა გინდოდა იმ გიორგისთან შუაღამეზე
მითხრა და შუბლი დაიზილა რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინა ასე აკეთებს ხოლმე
თეკლა:იქ ჩამეძინა
შოთიკო:ახლა გავგიჟდები
თეკლა:რა ეჭვიანი შეყვარებულივით იქცევი?
შოთიკო:თეკლა ერთ დღეს შენ მე გამაგიჟებ ჭმუიდან გადამიყვან
თეკლა:შოთა რა ჯანდაბა გჭირს? რატომ ბრაზდები ასე?
შოთიკო:იმიტო რომ მიყვარხარ!
საბოლოოდ თქვა და ვერც გავიაზრე ამას რომ მეუბნებოდა
შოთიკო:ხო მიყვარხარ და შენ ასე რჩები ბიჭებთან ღამე? თუ გიო განსაკუთრებულია?
თქვა და თმაში ხელი შეიცურა
გაშტერებული ვუყურებდი ვერაფრით ვიჯერებდი ძმასავით ვიყურებ როგორ ვუყვარვარ მე ნამდვილად მიყვარს მაგრამ ძმურად ბავშვობიდან ჩემი ძმაა
შოთიკო:თეკლა რათქმაუნდა ვიცი პასუხი შენ გიორგი გიყვარს მე გკიდივარ ჯანდაბასაც წავუღიმარ და ასე შემდეგ
თქვა ანერვიულებულმა და სულ მთლად გაწითლებული თვალები აუწყლიანდა
თეკლა:მე...მე
შოთიკო:აღარ დაასრულო ვიცი...
თქვა და წავიდა შოკში ვიყავი არ ვიცოდი რა მექნა მხოლოდ ტელეფონი ავიღე და დაუფიქრებლად დავურეკე გიოს
გიორგი:გისმენ
ჩაწყვეტილი და დასუსტებული ხმით ვუთხარი
თეკლა:გი...გიო შეგიძლია მოხვიდე?
გიორგი:რა მოხდა კარგად ხარ? ხმაზე რა გჭირს
მითხრა შეშინებულმა
თეკლა:უბრალოდ მოდი გთხოვ
გიორგი:სად ხარ
თეკლა:**** კაფეში მოდი
გიორგი:მოვდივარ
ტელეფონი გავთიშე და ხელებში თავი ჩავრგე ნერვიულად ავიჩეჩე თმები და მალევე გავიგონი გიოს ხმაც
გიორგი:კარგად ხარ?
მხარზე შემეხო და ეგრევე ავხედე თვალებში მხოლოდ შიში და დაბნეულიბა ეწერა
თეკლა:რაღაც მოხდა
დასუსტებული ხმით ვუთხარი
გიორგი:წამოდი ჩემთან წაგიყვან
მას მივენდე ხელი ჩავჭიდე და გავყევი თავის სახლში მიმიყვანა და მდივანზე დამსვა მერე კი წყალი მომიტანა და გვერდით მომიჯდა
გიორგი:უკეთესად ხარ?
თეკლა:კი მადლობა
თავი გვერძე გადავაგდე
გიორგი:თეკლა მომიყევი რა მოხდა
თეკლა:შოთამ მითხრა მიყვარხარო
მის სახეს დავაკვირდი და სახეზე ხელი ჩამოისვა თმები აიჩეჩა და უფრო ინტერესით შემომხედა
გიორგი:რა...რა უთხარი...
თეკლა:ვერაფერი
ხელი მომხვია და ჩამეხუტა როცა ცრემლები გადმოვყარე
გიორგი:კარგი დამშვიდდი
თეკლა:ის...ის ხომ...ჩემი ბავშვობის ძმაკაცია რატომ მითხრა ეგ ძმასავით ვუყურებ სხვანაირად როგორ შევხედო არ შემიძლია...
გიორგი:კარგი მესმის შენი დამშვიდდი
თავზე ხელს მისვამდა მე კი მის გულმკერდს ვიყავი აკრული და ვტიროდი
თეკლა:მან მითხრა გიო გიყვარს და მე გკიდივარო
ამის თქმაზე ავხედე მის სახეს თავი გააქნია
გიორგი:შენ ხომ იცი რომ ასე არ არის...
უფრო დაიბნა
თეკლა:ვიცი?
გიორგი:რა არა?
თეკლა:საერთოდ რამე ვიცი? რამეს ვხვდები? აღარაფერი ვიცი
ვთქვი და უფრო მივეკარი
გიორგი:კარგი კარგი თუ გინდა იტირე მაგრამ გთხოვ დიდხანს ნუ დამანახებ შენს ცრემლებს არ შემიძლია...
თეკლა:იეჭვიანა
გიორგი:ჩემზე?
თეკლა:ხო მმასთან რატომ დარჩიო
არაფერს ამბობდა მხოლოდ თავზე მისვავდა ხელს ფრთხილად
თეკლა:არ მინდა რომ დავკარგო მხოლოდ იმიტომ რომ ვუყვარვარ და მე არ მიყვრს...
გიორგი:არ დაკარგავ
თეკლა:იქნებ შევიყვარო ამას შევძლებ?
ისევ შევხედე
გიორგი:ეს გრძნობა ძალით არ მოდის უეცრად უნდა დაიბყროს გული უცებ უნდა ჩაგისახლდეს ისე რომ ვეღარ იშორებდე მხოლოდ იმ ერთზე უნდა ფიქრობდე მხოლოდ ის უნდა გადარდებდეს მხოლოდ მასზე ფიქრს უნდა შეეძლოს ყველა პრობლემის გაქრობა მხოლოდ მისი სახის დანახვას უნდა შეეძლოს შენი გაღიმება მთელი სულით და გულით
მითხრა და გამიღიმა
თეკლა:გიო ასე კარგად რომ იცი გამოცდილი გაქვს?
გიორგი:არცკი ვიცი რასაც ვგრძნობდი იყო თუ არა ასეთი შესანიშნავი...
თქვა და პირი მოკუმა
თეკლა:არც კი ვიცი ეს გრძნობა
გიორგი:სიყვარული შეიძლება არ იცოდე მაგრამ გესმიდეს ეს იგივეა რაც თეორიულად იცი მაგრამ პრაქტიკაში არ გიცდია...
თეკლა:ნეტავ შენნაირი ბევრი იყოს...
ვუთხარი და ისევ მივეხუტე