თავი მეხუთე

52 16 13
                                    

- შენ მართლა აპირებ ცდას! მართლა..

- ეჭვი არ შეგეპაროს! - ვიცოდი, რომ მართლაც ასე მოვიქცეოდი, თუმცა არ მესმოდა რაზე ვლაპარაკობდით. - თუ ძალიან გინდა, ჯონგუკსაც მოახსენე ამის შესახებ, მაგრამ გახსოვდეს, რომ შეიძლება მე გავიმარჯვო და თუ ასე მოხდა, ჯობია ჩემს მხარეს იყო.

  ძალიან მინდოდა, რომ დაახლოებით მაინც მცოდნოდა რაზე ვლაპარაკობდით. თუმცა ახლა უკვე სიტყვათა საჭირო მარაგს ვფლობდი და ვხვდებოდი, რა იდგა მათ მიღმა. ასე რომ ამ რაღაცებზე საუბარი ზუსტი აზრის  ცოდნის გარეშედაც შემეძლო, თანაც ვგრძნობდი, რომ რასაც ვამბობდი სწორი იყო. 

უეცრად ელი კისერზე ჩამომეკიდა და კოცნა დამიწყო.

- არ ვეტყვი, ჯიმინ. დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოგივა! მართალია ჰოსოკთან ჭიდილი გაგიჭირდება, მაგრამ ალბათ ჯინი დაგეხმარება. ჯინის შემყურე ალბათ თეჰიონიც ჩაგეკვეხება და მერე ალბათ... - ჩემს დასაგეგმს თავად დავგეგმავ. - ვუთხარი მე. ელი ბართან მივიდა, ღვინო დაისხა და მეც მიწილადა. 

- მომავალს გაუმარჯოს! - თქვა მან.

- ეგ ჩემი საყვარელი სადღეგრძელოა. - ვუთხარი ღიმილით და დავლიე.

ელიმ კიდევ ერთი ჭიქა დამისხა და გამომცდელად შემომხედა.

- ჯონგუკი, ჰოსოკი და შენ, - თქვა მან. - მაგის შნო და ჭკუა არავის აქვს , მაგრამ იმდენ ხანს იყავი დაკავებული, რომ პრეტენდენტად აღარ ჩამითვლიხარ.

- ხომ ხედავ, ყველაფერი ხდება. რას გაიგებ?

ღვინოს ძალით ვწრუპავდი და ერთი სული მქონდა მოეკეტა. რაღაცაზე მინდოდა დაფიქრება და ხელს მიშლიდა.

რამდენის ვიყავი?
ამ კითხვაზე პასუხით ნაწილობრივ აიხსნებოდა მარტოობისა და განკერძოებულობის ის აუტანელი გრძნობა, რომელიც კარტზე გამოსახული ადამიანების მიმართ დამეუფლა. სარკეს თუ დავუჯერებდით, ოცს გადაცილებული უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ უკვე ვიცოდი, რომ ყველაფერი ანარეკლებზე იყო დამოკიდებული. მე ბევრად, ბევრად უფრო ახალგაზრდა ვიყავი. ძალიან დიდი დრო გავიდა, რაც ჩემი და-ძმები ბოლოს ერთად ვნახე - ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილნი და ლაღები, როგორებიც კარტებზე ეხატნენ.

ჩოსონის შვიდი პრინცი Where stories live. Discover now