თავი მეთერთმეტე

30 1 0
                                    

აᲗი ნაბიჯის შემდეგ ჩემ წინ ცეცხლოვანი ჩუქურთმა წამოიმართა. ვუცქერდი და ოფლი მასხამდა. წკიპზე ვიყავი. ჭკუიდან შეშლამდე ძალიან ცოტა მაკლდა. მომეჩვენა, რომ ოთახში დამდგარი წყალი ერᲗ მძლავრ ნაკადად იქცა და ლაბირინთიდან წაღებას მიპირებდა. ძალა მოვიკრიბე და მაგრად დავუდექი ამ ტალღას. ქვეცნობიერად ვხვდებოდი, რომ ლაბირინთის დროზე ადრე დატოვება სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. ცეცხლის კედელს თვალს ვერ ვაშორებდი. ვერც უკან მობრუნებასა და განვლილი გზის გადახედვას ვბედავდი.

ნაკადი შენელდა და ცნობიერებაში ახალი მოგონებები ამომიტივტივდა... არა, მათ ვერ გაგიზიარებთ, ნურც შემეხვეწებით - ისინი ჩემია. მათში ბევრია სისასტიკე და გარყვნილება, კეთილშობილება და... აი, თუნდაც ბავშვობის ის მშვენიერი დღეები, როცა Ჩოსონის დიდებულ სასახლეში ვიზრდებოდი, რომლის თავზეც მამაჩემის, ობერონის დროშა ფრიალებდა.

ნამჯუნი ნამყოფია ამ ლაბირინთში. დიედრასაც გაუვლია ეს გზა და მე რაღა შემაჩერებს?

ცეცხლის კედელი დავძლიე და დიდ რკალს გავუყევი. მხრებზე სამყაროს შემოქმედი ძალა დამაწვა და თავის ხატად დამიწყო ძერწვა.

ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით დიდი უპირატესობა მქონდა. ვიცოდი, რომ ერთხელ უკვე ნამყოფი ვიყავი ლაბირინთში და, შესაბამისად, მეორედაც შევძლებდი მის გავლას. სწორედ ამის გაცნობიერება მეხმარებოდა იმ ენით აუწერელი შიშის დაძლევაში, რომელიც ჯერ შავი ღრუბელივით იზრდებოდა სულში, შემდეგ წამიᲗ ქრებოდა და გაორმაგებული ᲫალიᲗ მიბრუნდებოდა.
ლაბირინთს მივუყვებოდი და თანდათან ვიხსენებდი, დედამიწაზე გადასახლებამდე რაც გადამხდენოდა. სხვა ანარეკლები მომაგონდა. ზოგი მათგანი ძალიან მიყვარდა. ერთი კი, Ჩოსონის გარდა, ყველაფერს მერჩივნა. სამი მოსახვევი, სწორი მონაკვეთი და რამდენიმე მკვეთრი ვირაჟი გავიარე და ისევ შევიგრძენი ძალა, რომელიც სინამდვილეში არც არასოდეს დამიკარგავს: ანარეკლები კვლავ მემორჩილებოდნენ.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Oct 25 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ჩოსონის შვიდი პრინცი Where stories live. Discover now