თავი მერვე

31 7 3
                                    

დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ, როცა გვეგონა, რომ საფრთხემ ჩაიარა, ისევ საყვირის ხმა გავიგეთ.
სიჩქარეს ვუმატე, მაგრამ ვიცოდი რომ მაინც დაგვეწეოდა. მინდოდა დრო მოგვეგო და რაც შეიძლება მეტი მანძილი გაგვევლო. მოსახვევში მოცურებით შევდიოდით და უკან გვრჩებოდა მთები. ერთ ადგილას კინაღამ ირემი გავიტანე, მაგრამ ბოლო წამს მაინც შევძელი სიჩქარის დაუგდებლად გვერდის ავლა.

საყვირის ხმა ისევ გვიახლოვდებოდა, ნამჯუნმა კი გინება დაიწყო.

გული მიგრძნობდა, რომ ამ ტყეში კიდევ დიდი მანძილი გვრჩებოდა გასავლელი და ეს აზრი მხნეობას სულაც არ მმატებდა. ცოტა სწორ გზაზე გავედით და დაახლოებით ერთი წუთი მაქსიმალური სიჩქარით ვიარეთ. საყვირის ხმა ცოტა მიჩუმდა. მალე ისევ ზიგზაგოვანი გზა დაიწყო და კვლავ სიჩქარის დაგდება მომიწია. იუნგი ისევ დაგვეწია.
რამდენიმე წუთის შემდეგ უკანა ხედვის სარკეში დავინახე. ცხენს გამალებით მოაჭენებდა და მწევრები ყეფა-ყეფით მოჰყვებოდნენ.

ნამჯუნმა ფანჯრიდან თავი გაყო და მალევე სროლა ატყდა.
- წყეული აბჯარი! ამის დედაც! დარწმუნებული ვარ ორჯერ მოხვდა, მაგრამ ამ დედა აფეთქებულ აბჯარს რას დააკლებ!

- ძალიან არ მინდა ცხენის მოკვლა, მაგრამ იქნებ გეცადა. - შევთავაზე.

- ვცადე. რამდენიმე ტყვია მოხვდა, - მიპასუხა. ცარიელი იარაღი გადააგდო და მეორე ამოიღო. - მაგრამ ან საშინლად ვისვრი, ან მართალს ამბობენ, რომ მორგენშტერნის მოკვლა მხოლოდ ვერცხლის ტყვიითაა შესაძლებელი.

მეორე პისტოლეტით ექვსი ძაღლი მოკლა, მაგრამ, სულ მცირე ოცნი კიდევ იყვნენ. ნამჯუნს ჩემი იარაღი მივეცი და რბოლას კიდევ ხუთი ძაღლი გამოეთიშა.

- ბოლო მჭიდს იუნგისთვის შემოვინახავ, თუ ისე მოგვიახლოვდა, რომ თავში მორტყმა შევძლო.

იუნგი სულ რაღაც 50 მეტრით ჩამოგვრჩებოდა, მაგრამ თანდათან გვეწეოდა, ამიტომ მანქანა მკვეთრად დავამუხრუჭე. ძაღლებმა გაჩერება ვერ მოასწრეს და აილეწეს, მაგრამ იუნგი  უეცრად გაქრა და მანქანას უზარმაზარმა ლანდმა გადაუარა.

ჩოსონის შვიდი პრინცი Where stories live. Discover now