🔞🔞🔞
გაფრთხილება :
ფიკში დარღვეულია ცენზურა.
+18 სცენები.
ჯეონ ჯონგუკი , რომელიც მაფიის ბოსია.
კარუსო მეივი მაფიის ოჯახის წევრი, რომელსაც იძულებულს ხდიან დაქორწინდეს მაფიის მეფეზე.
ჯონგუკისთვის გრძნობები არ არსებობს , მხოლოდ ბინძური სურვილი.
შე...
اوووه! هذه الصورة لا تتبع إرشادات المحتوى الخاصة بنا. لمتابعة النشر، يرجى إزالتها أو تحميل صورة أخرى.
ჯონგუკი შიშმა შეიპყრო. ამდენი წელი გულს იმთელებდა, რომ მეივისთან მისულიყო და მოექცია თავის მკლავებში. ახლა კი ყველაფერი ცხვირწინ ემსხვრევა. გრძნობა , რომ ძალიან სუსტი იყო და საცოდავი. მეივის სიტყვები გონებაში ტრიალებს.
ჯონგუკი - ასე ნუ გატეხავ ჩემს გულს. ამდენად ძლიერი არ ვარ, რომ ამ ტკივილს გავუძლო.
ჯონგუკმა მეივის ხელი დაუჭირა და ნელა აკოცა.
ჯონგუკი - მითხარი, რომ ეს ტყუილია, მეივი. შენ არ შეგიძლია ჩვენი ურთიერთობა ასე დაასრულო.
მეივის ეღიმებოდა ისე თითქოს ჯონგუკის ყველა სიტყვა ხუმრობა ყოფილიყოს.
მეივი - მირჩევნია ამას "ჩვენი ურთიერთობა " არ დაუძახო. ჩვენი არასდროს ყოფილა, ჯონგუკ.
ჯონგუკმა წელზე ხელები მოხვია და ერთმანეთს შუბლი მიადეს.
ჯონგუკი - უარყავი რამდენიც გინდა. მე აქ ვარ, რომ გაგახსენო რას ნიშნავს "ჩვენი". მე და შენ , ჩვენ სამუდამოდ ერთად ვართ დაკავშირებული.ერთი უბრალო ფურცელი ვერ დაამთავრებს ყველაფერს.
მეივიმ ხელით ოდნავ კრა,მაგრამ ჯონგუკმა კედელს მიაყუდა და ხელები მაღლა ააწევინა.
ჯონგუკი - ჩვენ შეგვიძლია ახლიდან დაწყება. ვაღიარებ , რომ ყოველთვის ნაბიჭვარი ვიყავი , მაგრამ დევიცვალე მეივი. შენთვის შევიცვალე. უბრალოდ მომეცი შანსი. მეივი - შენ არ იმსახურებ შანს. ჯონგუკი - ყველაფერი , რაც ჩვენ ერთად გამოვიარეთ წარსულში შენთვის არაფერს ნიშმავს? ჩვენ დაქორწინებულები ვართ თითქმის 4 წელია.ამ დროის უმეტესობა ერთმანეთისგან შორს ვიყავით, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ერთმანეთი არ გვჭირდება. ამ დისტანციამ უფრო გააღრმავა ჩემი გრძნობები.