1

880 86 48
                                    

-კარგი რა მამა, სულ გარეკე?

-მამაშენს წესივრად ესაუბრე, ძაღლის შვილი.-თმაშეჭაღარავებული კაცი პირსინგებიანს ხმამაღლა უყვირის.

-შენ თუ ძაღლობაზე პრეტენზია არ გაქვს მე ლეკვი ვიქნები, არაა პრიბლემა.-მხიარულად იჩეჩავს მხრებს.

-ცოტახანი წამოვიყვანთ, შევაშინებთ და უკან დავაბრუნებთ, რამეს კი არ ვუპირებ, ჩვენს საზაფხულო სახლში იქნება, მოსამსახურეებით გარემოცული, პრინცესასავით აცხოვრებენ. ყველა პრინცესა ოცნებობს კოშკებზე, დრაკონებზე და უფლისწულებზე.

-მაგრამ მაგას ბებერი ოგრი ერგო.-ისევ დასცინის ბიჭი მამას.

-გამასწარი ახლა!

არა ხომ არსებობენ დილის ადამიანები, დილას ადრე იღვიძებენ, მზესთან ერთად მედიტირებენ, ძაღლებს ასეირნებენ, საუზმობენ, ვარჯიში, იოგა, ბლა, ბლა, ბლაა... მისი ძაღლი ხალიჩაზე ისაქმებს, თვალებს სამსახურში წასვლამდე ხუთი წუთით ადრე ახელს. რას იზამ რთულია ცხოვრება, როცა დღეში ათ საათს მუშაობ და ხელფასი შეუსაბამოდ ცოტა გაქვს. 


   კიმ თეჰიონი კაპრიზული ომეგა იყო. გასული წლის რვა დეკემბერს გადაწყვიტა რომ დამოუკიდებლად ეცხოვრა. გამოიხურა მამისეული სახლის ჭიშკარი, დიდი ლამაზი და მოჩუქურთმებული, მოკიდა ხელი თავის ლეკვს და უკვე ორი თვეა ისე ცხოვრობს, როგორც ნებისმიერი მოკვდავი. ჭამს, სძინავს და ისაქმებს. კიმს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია მამისი საიდან შოულობს ფულს, მთავარია ამ სახლისთვის იხდის და ცოტას საჭმელად აძლევს.

ომეგამ ტრადიციულად იყიდა ყავა დანკინში, ლატე, ერთი კოვზი შაქრით და შოკოლადის დონატი, თავზე ქოქოსის ფანტელებით. ყავისფერი, გრძელი პალტო დასთრევდა კოჭებთან, ლამაზი, ტყავის ფეხსაცმელი და შავი, სქინი ჯინსი ეცვა, ყელიანი სვიტრი რამდენჯერმე გადაეკეცა და თავზე დაკოფსილი, ყავისფერი ბერეტი შვენოდა. მოდიოდა ნაზად, თითქოს კი არ დადის დასრიალებსო, ამაყად, როგორც გედი და თან მოჰქონდა იმხელა ქარიზმა ქუჩაში ყველა შემხვედრს რომ გადაედებოდა მუხტად.

ველური სასახლიდან Where stories live. Discover now