ავტორი pov.:
თენდება. ჯონქუქი სამზარეულოშია და რაღაცას ამზადებს. ფეხის ხმაზე ქუქი მოტრიალდა და ადელაიდა დაინახა, მისკენ ტრიალდება, რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ ის სააბაზანოში შედის და კარებს კეტავს. მემგონი იქ მყოფი ქუქი არც კი შეუმჩნევია.
ჯონქუქმა ყველაფერი მოამზადა. ადელაიდას ელოდება, მაგრამ ის არ ჩანდა. წამოდგა და სააბაზანოსკენ წავიდა, რა დროსაც იქიდან პირსახოც შემოხვეული ადელაიდა გამოდის და პირდაპირ ერთმანეთს უყურებენ.
ჯონქუქი ადგილზე გაიყინა. ადელაიდამ ისე შეხედა თითქოს არაფერი.
ადელაიდა - აქ რას აკეთებთ ბატონო ჯეონ?
ბატონი ჯეონი - მმმმე................ (სიტყვებს თავს ვერ უყრის)... მე................
ადელაიდა - თქვენ.......
ბატონი ჯეონი - მე საუზმე მოვამზადე და ვიფიქრე ერთად მივირთმევდით.
ადელაიდა - მართლა? კარგით. მოვემზადები და ჩამოვალ. შეგიძლიათ თქვენ დაიწყოთ და საძინებელში დაბრუნდა.
სანამ ის ემზადება ჯონქუქი გაოგნებულია და ფიქრობს რა მოხდა რამდენიმე წუთის წინ.
ჯონქუქი pov.:
ეს რა იყო? ის ჩემს წინ თითქმის შიშველი იდგა.... თითქმის შიშველი და ისეთი რეაქცია ჰქონდა, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყო. ეს როგორ გავიგო??? მის სხეულს პირსახოცი ისე ეკვროდა.... (როცა იმ სცენას წარმოიდგენდა სუნთქვა უჭირდა)....
ადელაიდა - კარგად ხართ ბატონო ჯეონ?
ახლა გაიაზრა ქუქიმ, რომ მის წინ ადელაიდა იჯდა.
ბატონი ჯეონი - კი, კი კარგად ვარ. (კი კარგად არის. როგორ არა?!)..........
ადელაიდა - მე მოვრჩი და არ წავიდეთ?
ბატონი ჯეონი - მჰ და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
ავტორი pov.:
საქმე დანაწილებულია. ახლა უნდა გაარკვიონ სად აპირებს სუბიექტი მომდევნო მკვლელობის ჩადენას. შეცდომის დაშვების უფლება არა აქვთ. ყველამ ნახატის ასლი აიღო და ქალაქში დაიწყეს ძებნა. სავარაუდოდ მისი მომდევნო სამიზნეები საბალეტო დასის წარმომადგენლები არიან. სეულში არც ისე ცოტა ადგილია, სადაც ბალეტს ასწავლიან, ამიტომ დიდი შრომა მოუწევთ. ამის გარდა საშინელი თოვლია და ეს მათ გადაადგილებას აფერხებს.
![](https://img.wattpad.com/cover/358454016-288-k880693.jpg)
YOU ARE READING
,,ნახატების გამცოცხლებლის" შვილი (დასრულებული)
Romanceდეტექტიური რომანი 🕵️❤️🔞 - საავადმყოფოში რა გინდოდა? - არა მგონია შენთვის ეს მნიშვნელოვანი იყოს. - ყველაფერი რაც შენ გეხება, ჩემთვის მნიშვნელოვა.... - ხო, რა თქმა უნდა. მე ბოდიში (საუბარი გააწყვეტინა). - იმაზე მაინც თუ გიფიქრია, რომ შეიძლებოდა რამე...