პრემიერის დღე
ავტორი pov.:
სპექტაკლამდე ყველაფერი კარგად შეიმუშავეს. გეგმის განხილვის დროს მათთან მინჯიც კი მივიდა და ისტერიკები მოაწყო. ვიღაცამ ჩანაწერი წაშალა მეხსიერების ბარათიდან და რაღაც სისულელე ვიდეო ჩატვირთა. ეუბნებოდა, რომ მის დამცირებას არავის არ შეარჩენდა, ადელაიდას ადანაშაულებდა და შენობა აყალმაყალით დატოვა. ეს ყველაფერი მართლაც ადელაიდამ გააკეთა, ის ვერ დაუშვებდა მთელი გეგმა წყალში ჩაეყარა მინჯის და როდესაც ის და ჯონქუქი არ მოვიდნენ, მან დრო იხელთა.
და აი დადგა ჟამი... სპექტაკლი დაწყებულია, ყველამ თავისი ადგილი დაიკავა. ახლა ყველაფერი იდეალურად უნდა მოხდეს. მკვლელი უნდა დაიჭირონ და მართლმსაჯულებას გადასცენ. მკვლელის სავარაუდო აღწერილობა ყველამ იცის. იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის.
სპექტაკლი მართლაც სასიამოვნო საყურებელი იყო. ყველაფერი კარგდა მიდიოდა, მანამ სანამ დასასრულს არ მიუახლოვდნენ. ამ მომენტში დანიელის ყურადღება ერთმა ადამიანმა მიიქცია, რომელსაც კაპიუშონიანი ზედა ეცვა და სახეს იფარავდა. ის გასახდელისაკენ დაიძრა. ამის შესახებ ყველას გააგებინა და მას გაყვნენ. თავიდან კვალი დაკარგეს, მაგრამ მოულოდნელად თეჰიონმა გასასვლელ კარებთან დაინახა, გაქცევას აპირებდა. მას დაედევნა და წააქცია. ყველანი ადგილზე მოგროვდნენ და ნანახმა ყველა გააოცა.
ადამიანს, რომელსაც კაპიუშონიანი ზედა ეცვა აღმოჩნდა - მინჯი -, რომელსაც ბომბი ჰქონდა მიმაგრებული.
მინჯი (ჯონქუქს შეხედა და ტიროდა) - გთხოვ დამეხმარე. სიკვდილი არ მინდა. გთხოვ......
ავტორი pov.:
ჯონქუქი მასთან ჩაიმუხლა და მისი დამშვიდება სცადა. გამნაღმველები გამოიძახეს. საბედნიეროდ მარტივად შეძლეს ბომბის გამორთვა, მაგრამ მოულოდნელად კივილის ხმა გაისმა. ჯონქუქის გარდა ყველა დარბაზში დაბრუნდა და საშინელი სანახაობა იხილეს. სცენაზე, პექტაკლის დასრულების დროს ზედა მორთულობა როგორღაც ჩამოვარდა და 20-მდე ადამიანი იმსხვერპლა.
YOU ARE READING
,,ნახატების გამცოცხლებლის" შვილი (დასრულებული)
Romantikდეტექტიური რომანი 🕵️❤️🔞 - საავადმყოფოში რა გინდოდა? - არა მგონია შენთვის ეს მნიშვნელოვანი იყოს. - ყველაფერი რაც შენ გეხება, ჩემთვის მნიშვნელოვა.... - ხო, რა თქმა უნდა. მე ბოდიში (საუბარი გააწყვეტინა). - იმაზე მაინც თუ გიფიქრია, რომ შეიძლებოდა რამე...