-10-🩸😭🏥

95 4 0
                                    

1 კვირის შემდეგ

ავტორი pov.:

ჯონქუქის დედა საავადმყოფოშია. საბედნიეროდ საფრთხე აღარ ემუქრება, ტყვიას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები არ დაუზიანებია. სახლშიც კი დათანხმდა ექიმი მის გაშვებას, მაგრამ ჯონქუქის დაჟინებული მოთხოვნით სანამ სრულად არ გამოკეთდება საავადმყოფოში დატოვებენ.

ჯ/დ - დედაშენი ასე არ გიყვარს ჯონქუქ? აქ გინდა მოვკვდე?

ჯონქუქი - დედა ეს მეორეჯერ აღარ თქვა და ხელებზე ეამბორა. უბრალოდ მინდა დავრწმუნდე, რომ აქედან სრულიედ ჯანმრთელი გახვალ. ნუ ღელავ მალე წაგიყვან, ახლა დაისვენე და წამოდგა.

ჯ/დ - მოიცადე! რაღაც მინდა გკითხო.

ჯონქუქი - გისმე დედა.

ჯ/დ - ის გო..... და ოთახში მინჯი შემოვიდა.

მინჯი - ქალბატონო ჯეონ. როგორ ბრძანდებით? და მასთან ახლოს მივიდა.

ჯ/დ - მადლობა მინჯი. ახლა უკეთ ვარ, თუმცა ამას ვერ გავაგებინე.

ჯ/მ - შენი დაცვა უნდა და მეუღლეს შუბლზე ეამბორა.

მინჯი - მართალია ქალბატონო ჯეონ. ცოტაც გაუძელით და ყველაფერი კარგად იქნება.

ავტორი pov.:

ჯონქუქს დაურეკეს, ჯერ განყოფილებაში შემდეგ კი სახლში წავიდა. აღმოჩნდა, რომ მკვლელი, რომელსაც ,,ნახატების გამცოცხლებელს'' ეძახდნენ კიმ ვუბინი იყო. როდესაც ის მოკლეს მას ნახატი ამოუვარდა ჯიბიდან. მასზე ერთი ახალგაზრდა მანდილოსანი იყო გამოსახული, როგორც ჩანს მისი მომდევნო მსხვერპლი კიდევ ვიღაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბედნიეროდ ეს ყველაფერი დასრულდა. სურათს წარწერაც ჰქონდა უკანა მხარეს - როცა დედას ნახავ უთხარი, რომ მიყვარდა -. ვერავინ ვერ ხვდებოდა ეს რას ნიშნავდა, მაგრამ ეს ახლა მთავარი სულაც არ იყო. მკვლელი მოკლულია და ქალაქი მშვიდად დაიძინებს.

რაც შეეხება ადელაიდას, ის ჯონქუქის სახლის სარდაფში ჰყავთ გამომწყვდეული. რამდენიმე დღე აწამებდნენ ბატონი ჯეონის (ჯონქუქის მამის) ბრძანებით და შემდეგ ჯონქუქმა ის მის სახლში წამოიყვანა და სარდაფში ჩაკეტა. მის სანახავად ერთხელაც არ შესულა. მოსამსახურეებს უბრძანა, რომ მისთვის საკვები და წყალი მიეწოდებინათ, რადგან როგორც კი დედამისი გამოჯანმრთელდებოდა ის გამოუტანდა განაჩენს ადელაიდას. იმის მიუხედავად, რომ მან დედამისს ესროლა, ის მაინც უყვარდა და მოსაკლავად ვერ იმეტებდა, ამის გამო საკუთარი თავი სძულდა. ჯონქუქს ხშირად ეკითხებოდნენ მისი გუნდის წევრები პოლიციაში, თუ სად იყო ადელაიდა. მათ ის დაინახეს შემთხვევის ადგილზე, მაგრამ შემდეგ ვეღარ იპოვეს. მათ იმის დაჯერება არ უნდოდათ, რომ ადელაიდა მართლა წავიდა სამსახურიდან. მათ ხომ მთელი ისტორია არ იციან არა?! მათ არ იციან ვინ არის ჯონქუქი; არ იციან ვინ არის ადელაიდა და ა.შ. იქნებ ასეც სჯობს......

,,ნახატების გამცოცხლებლის" შვილი (დასრულებული)Where stories live. Discover now