ზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზ.... ჯონქუქს ტელეფონზე ურეკავე.
ჯონქუქი - გისმენთ.
თეჰიონი - ისევ მოკლა.
ავტორი pov.:
ამის გაგონებაზე ჯონქუქი საწოლიდან წამოხტა. მალე ის და ადელაიდა მკვლელობის უკვე მე-7 ადგილას გაჩნდნენ. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც წინა შემთხვევაში, გარდა ერთისა. ახლა ნახატი ერთ-ერთ გარდაცვლილს უკავია ხელში, თან ისე, რომ ეს ყველას შეენიშნა.
ახლა ყველა კაბინეტშია და მომდევნო მსხვერპლებზე ფიქრობენ. ვინ იქნება შემდეგი?...
კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა. ადელაიდას გარდა ყველამ გაიხედა. როგორც კი ხმა ამოიღო, ადელაიდას შეეძლო დაეფიცებინა, რომ ეს იმ ჟურნალისტის ხმა იყო, რომელიც ადრე ჯონქუქის სახლში ნახა. ჯისუსგან გაიგო, რომ ჯონქუქს ადრე ის უყვარდა, თუმცა როგორც გაირკვა ის მას იყენებდა. საკუთარ რედაქტორთანაც კი დაწვა, მარტო იმიტომ, რომ ის მიეღო რაც სურდა. ახლა, თან ასეთ დროს, მისი ნახვის სურვილი ნამდვილად არ ჰქონდა და არც კი შემობრუნებულა, როდესაც მას ესაუბრებოდნენ.
ჯონქუქი - მინჯი? აქ რას აკეთებ?
მინჯი - შენი შეწუხება არ მინდა, უბრალოდ ვიფიქრე ეს დაგაინტერესებდა და მეხსიერების ბარათი გაუწოდა.
ჯონქუქი - ეს რა არის?
მინჯი - ნახე.
ყველა კომპიუტერთან შეიკრიბა. როგორც აღმოჩნდა მკვლელმა ხმოვანი ჩანაწერი მინჯის გაუგზავნა. ის ამბობს, რომ არ აპირებს გაჩერებას და ეს უვიცი პოლიციელები მას ვერასდროს დაიჭერენ. მომდევნო ჯერზე, ძალიან მალე, უფრო გრანდიოზულ სანახაობას იხილავს ყველა.
YOU ARE READING
,,ნახატების გამცოცხლებლის" შვილი (დასრულებული)
Romanceდეტექტიური რომანი 🕵️❤️🔞 - საავადმყოფოში რა გინდოდა? - არა მგონია შენთვის ეს მნიშვნელოვანი იყოს. - ყველაფერი რაც შენ გეხება, ჩემთვის მნიშვნელოვა.... - ხო, რა თქმა უნდა. მე ბოდიში (საუბარი გააწყვეტინა). - იმაზე მაინც თუ გიფიქრია, რომ შეიძლებოდა რამე...