...ვირუსი...

630 54 307
                                    


11 ივლისი, 2024 წელი.

_ასაჰიიიი!!

განყოფილებაში ჯონგუკის ღრიალი გაისმა, კაბინეტიდან გაბრაზებული გამოვარდა და თავისი სტაჟიორის ძებნა დაიწყო.

_სად არის, ჰამადა ასაჰი? _ ყვირის ჯონი.

_სერ, რა მოხდა? _ ჰიონსოკი ახლოს მიდის და ეკითხება.

_მაგ ლაწირაკმა ისევ ჭიკარტი დამიდო სავარძელზე, ტრაკი სულ დაჩხვლეტილი მაქვს!

_აჰჰ, ბოდიშს გიხდით, სერ!

_შენ რა შუაში ხარ? სად არის ასაჰი, ფეხებით დავკიდებ!

_მგონი ოფიცრებმა წაიყვანეს შემთხვევის ადგილას.

_როდესაც მოვა გადაეცი, რომ კაბინეტში ველოდები! _ უკანალის სრესვით წავიდა ჯონგუკი კაბინეტისკენ.

ანია გამწარებული ალაგებს ბარგს, წინ და უკან დარბის და რაც ხელში ხვდება ყველაფერს ალაგებს...

_ჰოსოკ, თუ რეისსზე დავაგვიანეთ, იცოდე მოგკლავ!

_ანია, მე უკვე ჩავალაგე! _ ამოიოხრა ჰოსოკმა, დივანზე ჩამოჯდა და ფეხი-ფეხზე გადაიდო.

_მომეხმარე!

_მეზარება, ანია.

_ტრაკი ხარ.

_გმადლობ, ძვირფასო მეუღლევ. _ გაიცინა ჰოსოკმა და ტელეფონი აიღო. _ ბატონ ჯონს დავურეკავ, გავიგებ, საქმეები როგორ მიდის.

ჰოსოკმა ჯონგუკთან რეკვა დაიწყო, რამდენიმე წამის შემდეგ კი უმცროსი მეგობრის ხმაც გაიგონა...

_ბატონო გვამების ბიჭო, ეს პატივი რას მივაწერო?

_ჯონ, თავი რამეს მიარტყი? _ თავი გააქნია ჰოსოკმა. _ შენთვის არ ვრეკავ, შენი ცოლისთვის ვრეკავ, როგორ არის?

_სონიონთან? ნომერი შეგეშალა ციყვო.

_როგორ არის? თქვენ არ მიდიხართ თაფლობის თვეში?

_არა, საქმეები მაქვს. ყველანი დასასვენებლად მიდიხართ, ზაფხულია, მე კი ახალი საქმე მაქვს, ძალიან სერიოზულია. არც თეჰიონი მყავს, ბავშვი ჰყავს, ხომ ხვდები.

Mad Detective 2 J.JKWhere stories live. Discover now