...შტამპი და პესტიციდი...

332 35 93
                                    

🚫 - კომენტარებში სპოილერებს ნუ დაწერთ! მხოლოდ ვარაუდები და შთაბეჭდილებები ❤️❤️
_______________________________

1 სექტემბერი, 00:00.

ჯონგუკი ჩაბნელებულ ბაღში გადის სახლის წინ, სიგარეტს უკიდებს და ვარსკვლავებს უყურებს, სონიონი უკნიდან ეპარება, ტუჩები მის ყურთან მიაქვს და ჩურჩულებს...

_დაბადების დღეს გილოცავ, დეტექტივო! _ ხითხითებს და მთელი ბაღი ნათდება... ხეები, ბუჩქები, სახლი, ყველაფერი იისფრად ციმციმებს...

ფოერვერკები ცაზე იშლება, სხვადასხვანაირი და ფერადი...

ხეებს უკან დამალული ადამიანები სიცილით გამორბიან, დაბადების დღის სიმღერას მღერიან და ცეკვავენ, ანიას კი ხელში ორსართულიანი ტორტი დაეჭირა და ჯონისკენ მიდიოდა ღიმილით.

_დაბადების დღეს გილოცავ, ლოთო. _ გაეცინა ანიას და ანიშნა სანთლები ჩააქრეო.

_ჯერ სურვილი ჩაუთქვი, ჯონგუკ. _ უყვირის ჰოსოკი.

ჯონგუკმა სიცილით გახედა მეგობრებს, თვალები დახუჭა, სურვილი ჩაიფიქრა და სანთლები ჩააქრო.

_გმადლობთ, ხალხნო. _ საყვარლად ჩაიცინა ჯონგუკმა.

_27 წლის გახდი, არა? _ ეკითხება თეჰიონი.

_ჰო. _ გაეცინა ჯონგუკს.

_სონიონი ხუთი წლით პატარაა? _ გაკვირვებული უყურებს თეჰიონი. _ მე სამი წელი მეგონა სხვაობა.

_მორჩი ხუმრობას, თეჰიონ. _ ეცინება ჯინს. _ მოდი, საჩუქარები ნახე.

ჯონგუკი ყველას საჩუქრებს ნახულობს, უმეტესობამ ისეთი რაღაცები აჩუქა, რაზეც ყველამ ერთად იცინეს...

_მე არ ვიცოდი, რა მეჩუქებინა. ყველაფერი გაქვს, რაც გინდა. _ ოხრავს სონიონი. _ ვიფიქრე, რომ ყველაზე კარგი იქნებოდა, თუ დასვენებას გაჩუქებდი. _ ანერვიულებული საუბრობს. _ არ ვიცი, მოგეწონება თუ არა, მაგრამ ეს შენთვისაა. _ სონიონი საგზურს აწვდის, რომელსაც ემერიკაში მიჰყავს. _ ორი კვირით მშობლებთან წახვალ და დაისვენებ.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Oct 22 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Mad Detective 2 J.JKWhere stories live. Discover now