...სიკვდილის ანგელოზი...

573 44 239
                                    

🚫 - კომენტარებში სპოილერებს ნუ დაწერთ! მხოლოდ ვარაუდები და შთაბეჭდილებები ❤️❤️
_______________________________

ახალგაზრდა მამაკაცს ხელში ვისკის ბოთლი დაეჭირა და მონდომებით სვამდა, მისი შვება ალკოჰოლი ხდებოდა, რომელშიც დარდს ახრჩობდა...

ფეხებზე ეკიდა ყველაფერი, უბრალოდ სვამდა, სევდასა და ბრაზს ძლივს ახშობდა და მალე იფეთქებდა კიდეც...

_ჯონგუკ, სად ჯანდაბაში ხარ?! _ სახლში ნამჯუნის ხმა ისმის.

_წადი, ჰიონ! _ ოხრავს ჯონგუკი და ისევ ნახევრად ჩაცლილ ბოთლს უყურებს.

_ეს რა ჯანდაბაა?! _ ნამჯუნი იატაკზე მიყრილ ათობით ბოთლს უყურებს. _ აი, თურმე რატომ არ ჩანხარ ეს დღეები!

_ჰიონ, შემეშვი!

_ლაწირაკო, ესაა ჯონ ჯონგუკი? იმის მაგივრად, რომ პრობლემას აგვარებდე, ზიხარ და ლოთობ! ადექი, იბანავე და გავდივართ!

_არ მოვდივარ!

_გითხარი ადექი-მეთქი! სწრაფად, ჯონგუკ! წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად შეგაგდებ სააბაზანოში და ცივ წყალს გაგემებ!

_რა გინდა?

_საქმეა, შენ კი სასმელში იხრჩობი! მხდალო!

_თუ მე არ ავიღებ საქმეს, მაშინ საქმე არ არის! ამიტომაც, გამოძიება არ იქნება! _ ფეხზე გაჭირვებით დგება და ოთახისკენ მიდის...

_16 წლის გოგონაა, ამბობენ, რომ გაუპატიურებული და სასტიკად ნაწამებია! მისი ცხედრის ნაწილები ოთახშია განლაგებული! _ ნამჯუნმა იცის, რომ მოზარდები ჯონგუკის სუსტი წერტილია, ცდილობს გონს მოიყვანოს.

_15 წუთში დავბრუნდები! _ ოხრავს ჯონგუკი. _ ჯიმინს დაურეკე, როგორც ჩემმა ასისტენტმა, დააზუსტოს, რომ საქმეს ავიღებ!

ანია კაფეში ზის, ორ ყავას უკვეთავს და მეგობარს ელოდება... სანამ ყავას მაგიდასთან მიიტანენ, ახალგაზრდა გრძელთმიანი გოგოც შედის კაფეში და მეგობრის გვერდით ჯდება...

Mad Detective 2 J.JKWhere stories live. Discover now