🚫 - კომენტარებში სპოილერებს ნუ დაწერთ! მხოლოდ ვარაუდები და შთაბეჭდილებები ❤️❤️
_ერთხელ მაინც მაცადე, ნორმალურად შხაპის მიღება, ჯონ! _ ყვირის სონიონი.
_რა ვქნა? მეფსია! _ ელვას იწევს ჯონგუკი და თავის საქმეს აგრძელებს.
_ეს უკვე მერამდენედ ხდება?
_კარგი რა, თითქოს აქამდე შიშველი არ მყავდე ნანახი. _ თვალებს ატრიალებს და უნიტაზში წყალს უშვებს. _ უნდა გავიდე, ამიტომაც... _ ტანსაცმლის გახდას იწყებს. _ სწრაფად უნდა მივიღო შხაპი.
ჯონი მაშინვე წყლის ქვეშ დგება და გაბრაზებული სონიონის სახეს არ იმჩნევს...
_ჯონ ჯონ გუკ!
_ჯონ სონიონ!
_იდიოტი ხარ! ასე გინდა? იყოს ასე! _ სონიონი მის გვერდით დგება და შხაპის მიღებას აგრძელებს, ჯონგუკთან ერთად. _ ჯონგუკ, ხელები გაგირბის! _ უკანალზე ჩასრიალებულ ხელს აწევინებს და თმის ნიღაბს ისვამს თავზე.
_ენერგია მჭირდება, სონი.
_მე ლექციაზე დავაგვიანებ, გუკ!
_კარგი რა, რამდენიმე წუთი.
_შენი რამდნეიმე წუთი, საათებში გადადის. ჯონ, ახლა მართლა არ მაქვს დრო! თანაც, გასასვლელი ხარ.
_როგორმე ჩემი სტაჟიორები მოიცდიან.
_მაგრამ მე ლექტორი ჯონგი ლექციაზე არ შემიშვებს თუ დავაგვიანებ. _ წყალს ივლებს და პირსახოცს იღებს.
_მე გაგიყვან, დამელოდე. _ ჯონგუკიც სწრაფად ივლებს წყალს და უკან მიჰყვება. _ ჰოსოკის ლექციის შემდეგაც გაქვს კიდევ სხვა ლექცია?
_ჰო, ბოლო დროს ლექციებს ვეღარ ვესწრები და უნდა ავანაზღაურო. მომიწევს დღე და ღამ ვისწავლო.
_იმედი მაქვს საქმე არ გამოჩნდება და შეძლებ სწავლას.
_რომც გამოჩნდეს, მე თამაშ გარეთ ვარ ჯონ. მართლა, უნდა ვისწავლო.
YOU ARE READING
Mad Detective 2 J.JK
Fanfictionშეშლილი დეტექტივის მეორე ნაწილი... ⚠️-ძალადობა❗ ⚠️-მკვლელობა❗ ⚠️-დასახიჩრებული გვამები❗ ⚠️-არ შეესაბამება რეალობას❗ ⚠️-შემზარავი დანაშაულები❗ გუნდი კვლავ საქმეშია, ახალი თავგადასავლებით, ახალი საქმეებით და გამოძიებით...