3.თავი

53 4 0
                                    

კიდევ ასეთი დღე. ისევ 4 საათზე ადგომა. ისევ ვარჯიშები. მეზარება.
ლოგინიდან ავდექი ჩავიცვი და ჯონგუკს გადავხედე რომელსაც დათვივით ეძინა. იცით? ცოტა შემეცოდა, რომ კიდევ დასჯიდნენ და მოქმედება დავიწყე.

ავიღე თასი, ავავსე წყლით და ჯონგუკს თასით ხელში დავადექი თავზე. ოდნავ მხარზე შევანჯღრიე.

- გუკ! გუკ გაიღვიძე!

ჯონგუკმა ოდნავ გაახილა ერთი თვალი შემდეგ დახუჭა და წაიბურტყუნა:

- მაცადე ძილი! შენღა მაკლდი!

《 ეს მეორე იუნგიდ ხომ არ იქცა ე! 》

ძილმიბრუნებულ ჯონგუკს თავზე წყალი გადავასხი და ვუთხარი ოდნავ მაღალი ხმით:

- დილა მშვიდობისა ბატონო ჯონ!

- რას აკეთებ?! - დაიყვირა და მეცა. მე და მან ჩხუბი დავიწყეთ. მე იგი იატაკზე დავანარცხე და ცემა დავუწყე.

- აი, აი, აი! კაი ხო! კაი! - ყვიროდა ის.

უეცრად კარი ჰოსოკმა და ჯინმა შემოაღო.

- აქ რა ამბავია. - იკითხა ჰოსოკმა ჩვენ კი იმ წამსვე გავშეშდით. - კარგი მივხვდი ხელს არ შეგიშლით. ოღონდ ერთმანეთი არ დაჭამოთ.

-...

-...

ჰოსოკმა კარი მიიხურა თუ არა ჩვენ ჩხუბი განვაგრძეთ და ისევ გაისმა ჯონგუკის განწირული ყვირილი.

- ააააა!!! კაი რაააა! კაი ხო! გაიმარჯვეეე!!!

***

- დღეს თქვენ რთული დავალება გელოდებათ. - დაიწყო მაიორმა. - ალბათ ხედავთ იმ ხის მორებს. ამ მორებით თქვენ ტყეში უნდა შეხვიდეთ და აკადემიის სროლის ვარჯიშის მთავარ მოედნამდე უნდა მიაღწიოთ. იქ ჩემი მარჯვენა ხელი დაგხვდებათ სადაც შემდგომ დასვენებას შეძლებთ. იქამდე მისაღწევად გაქვთ განსაზღვრული დრო. 2 საათი. თუ ამ დროში ვერ მოასწრებთ იქამდე მიღწევას გამეორება მოგიწევთ. გასაგებია?

- დიახ ამხანაგო მაიორო! - ვუპასუხეთ ყველამ ერთად.

- კარგი ახლა კი წყვილებად დაიყავით და მორები აიღეთ. გელოდებიან!

ომის აკადემია.Where stories live. Discover now