- შენ რა... გოგო ხარ? - ერთი წარბი აწია და დეტექტივის სახე მიიღო.
- რეებს ბოდავ?! - არ დავიბენი მე.
- ისე რომ ვთქვათ ეს ლოგიკური მსჯელობაა. - განაგრძო მან. - ნელა დარბიხარ, საკმარისი ძალა არ გაქვს, ბიჭისთვის ზედმეტად მორცხვი ხარ, ჩხუბშიც არც ისე კარგი.
- ბევრს ფიქრობ!
- ისე მაინც თუ გოგო ხარ ფრთხილად.
- ჯონ ჯონგუკ! გეყოფა! ნუ იგონებ! ნერვებს ნუ შლი!
- კაი კაი. - ოთახიდან გავიდა, მაგრამ ბოლოს მაინც შემომძახა. - შენნაირი სახის გოგოს ისე ვინ უნდა გაეკაროს? სიფრთხილე არც გჭირდება.
- ჯონგუკ!
***
ღამეს
ახლა ლოგინზე ვზივარ და ვფიქრობ იმაზე თუ როგორ გავაკეთო ისე რომ ეჭვები ჩემზე არ მოიტანონ. თუ ამბავი რომ გოგო ვარ აკადემიის დირექტორის ყურამდე მივიდეს, ყველაზე დიდ სასჯელს სიკვდილს მომისჯიან. ეს საფიქრელად არასასიამოვნო თემაა მაგრამ რადგან ჩემი ტყავი გადარჩეს ასეა საჭირო.
ამ ფიქრებიდან კარის მიჯახუნების ხმამ გამომიყვანა. ინსტიქტურად შევხტი და კარისკენ გავიხედე. გაბრაზებული ჯონგუკი თავის ლოგინთან მივიდა და დაეხეთქა ზედ.
- რა იყო გული გამისკდა. - უკმაყოფილოდ ვუთხარი მე.
- შენი საქმე არ არის.
- ო ვკვდები ისე მაინტერესებს. - სარკაზმულად მივაყარე და საპირფარეშოში გავედი.
როდესაც გამოვედი ჯონგუკმა დიალოგი გააგრძელა.
- თუ ასე გაინტერესებს გეტყვი...
- სახეზე გეტყობა რომ იჩხუბე.
- ე.... ნუ ეგ კი მაგრამ აბა ვისთან შენ რა იცი?
- ეს ხომ ჩემი საქმე არ არის.
- მე ვიჩხ...
- ჯიმინთან. ვიცი.
- შენ ყველაფერი როგორ იცი?
- სახეზე ეტყობა ადამიანს ყველაფერი.
YOU ARE READING
ომის აკადემია.
Actionმოდი წარმოვიდგინოთ რომ დაიწყო ომი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის. გოგონას რომელსაც გარდაეცვალა უფროსი ძმა, მიდის ჯარში სადაც მხოლოდ ბიჭები მსახურობენ. რა მოხდება იქ? რა თავგადასავალი ელის გოგონას? რთული იქნება ბიჭებთან ერთად მსახურობა? გაიგებს ვინ...