Pov სუა
დილა.
მზის სხივებმა თვალებში შემომაჭყიტა. თვალები გავახილე, მოვისრისე და მეორე მხარეს გადავბრუნდი რათა მზის შუქი თავიდან ამეცილებინა. მაგრამ რაღაც კარგად არაა.
რა?! ჯონგუკის ლოგინში რა მინდა?!
რა ჯანდაბაა?!
ლოგინიდან წამოვხტი და მივიხედ-მოვიხედე. ჯონგუკი არსად არაა. შემდეგ ჩემ მოლგინზე ჩამოვჯექი და იმაზე დავიწყე ფიქრი თუ როგორ შეიძლებოდა აღმოვჩენილიყავი გუკის საწოლში. იქნებ....არაააააა! ჯანდაბა არ ვიცი. არაფერი მახსოვს ეეე! მხოლოდ ის მახსოვს რომ ვვარჯიშობდი და ინსპექტორმა ლიმ ცოტა ღვინო დამალევინა. მერე კი.... ახ! ჯანდაბა!***
სააბაზანოდან გამოვდივარ და ვხედავ როგორ შემოდის ოთახში ჯონგუკი. მე ცოტა დაბნეულად შევხედე.
- გაიღვიძე? მეგონა მთელი დღე გეძინებოდა. - მივიდა იგი თავის ლოგინთან ქურთუკი და ფეხსაცმელი გახადა, შემდეგ კი თავის ლოგინზე მოკალათდა.
მე მას მივუახლოვდი და ნელა ვკითხე:
- მე... წუხელ მთვრალი ვიყავი?
- დიახ მთვრალი იყავი.
- უცნაური რამ ხომ არ ვთქვი? გავბრაზდი ან რამე ხომ არ გავაფუჭე?
- თქვი.
《 ჯანდაბა! 》
- რა კონკრეტულად?
- ძმაზე ლაპარაკობდი, მამაზე...- პატარა პაუზა და ჩემკენ გამოხედვა. - უი და კიდევ დაზე.
《 ვაი დედა. დაზეო! 》
- კიდევ ვთქვი რამე?
ჯონგუკმა უცნაურად შემომხედა და საწოლზე წამოჯდა.
- რანაირი სახე მიიღე? რა.. ჩემგან საიდუმლოს მალავ? - ნაგლური ღიმილით მკითხა მან.
- რა თქმა უნდა არა. - გავიღიმე მე და მისგან ზურგით ჩემ საწოლზე ჩამოვჯექი.
ჯონგუკი წამოდგა და გვერძე მომიჯდა. მხარზე ხელი წამკრა, თითი სახესთან მომიტანა და მითხრა:
- მინ სუჰო! გაფრთხილებ! აღარ დალიო მეტი. მით უმეტეს ინსტრუქტორ ლისთან ერთად. ეს ბებერი თხა ყოველთვის ქალბატონ სუჯინს უთვალთვალებს. ნუ დალევ მასთან. არ გეშინია რომ...
- რისი უნდა მეშინოდეს? - შევაწვეტინე მე. - კაცი ვარ.
- კაცი რა უსაფრთხოა? მას ვითომ არაფრის ეშინია? გიხსნი მე შენ. ახლა ყველგან ქაოსია...
მე აღარ მოვუსმინე, უცბად წამოვხტი და ოთახიდან გავედი.
***
საღამო ხანს.- ჯინ შენ რომელი საჭმელი გიყვარს ჩვენი მენიუდან? - ეკითხება ჰოსოკი ჯინს.
- კავიცი პიბიმპაბი და კიმჩი.
- მე არ მომწონს პიბიმპაბი. ჯიმინ შენ?
- ბრინჯი. ბრინჯი მომწონს. - მომღიმარი სახით იძახის ჯიმინი.
მე კი მათ უკან მივდივარ და ამ სასაცილო ტიპებს ვაკვირდები.
- ჯიმინ! ვიღაც გოგო გეძებს ამბობს ჯიმინის მეგობარი ვარო. - მოირბინა თეჰიონმა.
- ვინ?
- დაიცა გავიხსენო... ა ხო დო ნამსუნი.
- ნამსუნი?
- კი.
ჯიმინი სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ჭისკრისკენ ჩვენ კი უკან გავყევით.
- ჯიმინიიიი! როგორ ხარ? მიცანი?
- დო ნამსუნ!
ამ დროს მე და ბიჭები ვუთვალთვალებთ მათ. მათი პირიდან მხოლოდ ის მესმის, რომ ეს გოგო ლამაზია და რომ ისინი ერთად სწავლობდნენ საზღვარ გარეთ.
- რამდენი წელია ერთმანეთი არ გვინახავს? - ეკითხება ჯიმინი.
- სამი წელი. სამი წელი არ მინახიხარ.
***
კიბეზე ვზივარ და უბრალოდ ვიყურები სადღაც. საღამოა. მზე ჩასვლას იწყებს.
- სუჰო? რას აკეთებ აქ? - მკითხა ჩემკენ მომავალმა ჯიმინმა.
- რავიცი ვისვენებ. შენი შეყვარებულია?
- ვინ? ნამსუნი?
- ჰო.
- არა კაცო. ურალოდ ვმეგობრობთ.
- ააა. კარგი შეგიძლია წახვიდე მე კიდევ ვიქნები ასე ცოტა ხნით.
- კარგი. - ჯიმინმა კიბეებზე აუარა მე კი დავრჩი ისევ მარტო ჩემ ფიქრებში.
გამარჯობა მკითხველებო ბოდიშს გიხდით პატარა თავისთვის, მაგრამ გპირდებით რომ შემდეგი თავები საინტერესო იქნებაა 🥰💗❤️💖
YOU ARE READING
ომის აკადემია.
Actionმოდი წარმოვიდგინოთ რომ დაიწყო ომი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის. გოგონას რომელსაც გარდაეცვალა უფროსი ძმა, მიდის ჯარში სადაც მხოლოდ ბიჭები მსახურობენ. რა მოხდება იქ? რა თავგადასავალი ელის გოგონას? რთული იქნება ბიჭებთან ერთად მსახურობა? გაიგებს ვინ...