მან ჩემ სახეთან მოახლოება დაიწყო... ვაიმე რა ხდება?! გავიჭედე... ვეღარ ვმოძრაობ! ვერ ვფიქრობ! მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გულის სწრაფი ცემა მესმის. მე უბრალოდ თვალები დავხუჭე და ლოდინი დავიწყე. რატომ?! ნეტა თვითონ ვიცოდე 😭.
უცებ ვიგრძენი თუ როგორ გამეხახუნა ტუჩებზე რაღაც. ცოტა დამეღუტუნა. არა ეს არ იყო ტუვები. ეს იყო ხელი. თვალები გავახილე და მივხვდი, რომ გუკმა უბრალოდ თმა მომაშორა ტუჩებიდან. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. ვაი ჩემი სირცხვილიიიიი.....
ჯონგუკს გაეცინა.
- რა იყო? შენს ტვინს რა ეგონა? - იღიმოდა ის. - უკვე თხზულება დაწერე მგონი.
- მომშორდი. - გავეცალე გაბრაზებულმა და სახლიდან გასვლას დავუჩქარე.
- დამელოდე! - დამეწია გუკი.
ჩვენ გავედით სახლიდან და გავუყევით გზას. ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს. მაგრამ მგონი ნელა ცხრებოდა ჩემი ეს უცნაური გრძნობა.
უკვე საღამო იყო და უფრო აცივდა. მგონი ავკანკალდი. ჯონგუკმა ეს შეამჩნია და ჩემს მხრებზე თავისი მძიმე და თბილი პალტო შემომხვია.
- არ გაცივდე.
- არ მცივა იყოს.
- არა! ჩაიცვი, რომ გაცივდე მერე რა ვქნა? ფეხები თბილად გაქვს?
- კი.- ცოტა გაკვირვებით ვთქვი მე. ფეხები რა შუაშია?
- კარგია ესეიგი მომავალს არაფერი ემუქრება.
- რა მომავალს? რეებს ბოდავ?
- ჩვენს შვილს. - ღიმილით შემომხედა მან.
- ახლა გამასწარი!
ჯონგუკს სიცილი აუტყდა და უცბად მოკურცხლა. მეც უკან დავედევნე.
《 ვააახ! ვინ არის ეს რა! ეს საძაგელი ჰა! 》
მაგრამ უცბად ყინულზე ფეხი ამიცურდა და მიწისკენ დავეშვი. თვალები დავხუჭე და მტკივნეული დაცემისთვის მოვემზადე. მაგრამ ვიგრძენი თუ როგორ დამიჭირა ვიღაცამ. ჯერ თავზე მომკიდა ხელი , მერე კი წელზე. თვალები გავახილე და დავინახე თუ როგორ მიჭერს გუკი ფეხ მოდრეკილი. მე ფაქტიურად მის ფეხზე ვიჯექი.
YOU ARE READING
ომის აკადემია.
Acciónმოდი წარმოვიდგინოთ რომ დაიწყო ომი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის. გოგონას რომელსაც გარდაეცვალა უფროსი ძმა, მიდის ჯარში სადაც მხოლოდ ბიჭები მსახურობენ. რა მოხდება იქ? რა თავგადასავალი ელის გოგონას? რთული იქნება ბიჭებთან ერთად მსახურობა? გაიგებს ვინ...