ეჰ... ეს ცხოვრება... რა დავაშავე ასეთი ჰა? მაინცდამაინც რატომ მე? რატომ არ მაძლევთ იმის საშუალებას რომ ნორმალურად ვისწავლო და მოვემზადო ამ აკადემიაში.
ჯონგუკმა თავის კიდევ არაერთ ოინში გამრია რის გამოც ვარჯიშების შემდეგ სასჯელად ტუალეტები უნდა გვერეცხა. ეგ ღა მაკლდა რა!
***
ვარჯიშების დროს.
ჯონგუკი თოკების ბადეზე აძვრა და ზედ დაწვა. ამოიოხრა და თვალები დახუჭა.
- მე ტუალეტების ხეხვას არ ვაპირებ! - თქვა მან და ამოისუნთქა.
- კარგი. - არ შევედავე მე და მის გვერდით მოვკალათდი. - არც მე გავხეხ! ერთად წავიდეთ "აბანოში", სადაც კანალიზაციის ცივი წყალი და სიბინძურე გველოდება.
- აბანოში? - უცებ წამოხტა ჯონგუკი და მე შემომხედა.
- ხო. რა იყო? - თეატრალურად გავიღიმე და მას შევხედე.
- არა! მე იქ დაბრუნებას არ ვაპირებ.
- რას იზამ აბა?
- ერთი იდეა მომივიდა თავში. - ნაგლურად გაიღიმა და წითელ ოთხ ბუმბერაზ ცისტერნას გადახედა.
მე ერთი წარბი ავწიე იმის ნიშნად რომ ვერაფერი გავიგე და ჯონგუკს გადავხედე.
3 საათის შემდეგ. 🙂
მე და ჯონგუკი საჭირო ოთახის წინ ვდგავართ და ცისტერნაზე შეერთებული დიდი შლანგი გვიჭირავს. 😄
- მოუშვი. - მითხრა გაღიმებულმა და დაუმიზნა შლანგი ერთ-ერთ საჭირო ოთახს.
მეც შევასრულე ბრძანება. წყალმა შლანგიდან გადმოასხა. მე და ჯონგუკმა ფაქტიურად ტუალეტს წუწაობა დავაწყებინეთ. ხან ერთ მხარეს მივასხით ხან მეორეს. ბოლო ხმაზე ვხარხარებდით. უეცრად ერთი ოთახიდან, განრისხებული, გალუპული და თვალებგაცეცხლებული ინპექტორი კანი გამოვიდა. ჯონგუკს და მე სახე მაშინვე შეგვეცვალა და ერთმანეთს შევხედეთ. მე მაშინვე გამოვრთე წყალი.
YOU ARE READING
ომის აკადემია.
Actionმოდი წარმოვიდგინოთ რომ დაიწყო ომი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის. გოგონას რომელსაც გარდაეცვალა უფროსი ძმა, მიდის ჯარში სადაც მხოლოდ ბიჭები მსახურობენ. რა მოხდება იქ? რა თავგადასავალი ელის გოგონას? რთული იქნება ბიჭებთან ერთად მსახურობა? გაიგებს ვინ...