10. I Wanna Be Yours

107 11 7
                                    




"Secrets I have held in my heart, Are harder to hide than I thought, At least as deep as the Pacific Ocean, Now I wanna be yours..."

                ••••••••••••••••••••••••••••••••••••

-         მაპატიებ? - თმებზე მეფერება ლუისი და ჩურჩულით მეკითხება.

- რა გინდა რომ გაპატიო?

-         ყველაფერი.

-         არ ვიცი, შენ მაპატიებ?

-         რა გაპატიო?

-         გერმანიაში რომ წავედი.

-         არ ვიცი.

-         გათენდება და ისევ უცხოებივით მოვექცევით ერთმანეთს?

-         ალბათ.

-         მტკივნეულია.

-         ვიცი.

-         რატომ არ გინდა ბოლომდე გაიხსნა ჩემთან?

-         არც შენ გინდა. მხოლოდ ჩემი ბრალია?

-         არა.

-         როგორ ფიქრობ, ჯობია ის რაც არ დაწყებულა საბოლოოდ დავასრულოთ?

-         ჯობია, მაგრამ არ მინდა.

-         ჯობია. - ამბობს ლუისი, შუბლზე მკოცნის და დგება. - იცი, ყველაზე მეტად მინდა შენთან ერთად ყოფნა, მაგრამ არ იქნება სწორი, ხელს შეგიშლი, ბევრ რამეში, ეგოისტი ვარ, ვიაზრებ, გამიჭირდება დათმობებზე წასვლა, თუნდაც ვიცოდე შენთვის ისე უფრო კარგი იქნება, ხასიათები კიდე... ჰო, ხასიათებზე აღარ ვისაუბრებ, დარწმუნებული ვარ, შენც მშვენივარად გამიცანი, ახლა მოვრჩეთ უკეთესია, ახლა გაგიშვებ, მერე ვეღარ, ახლა შემიძლია თავის ხელში აყვანა, მერე ვეღარ შევძლებ. - ტანსაცმელების კარადას აღებს, ჩვეულ, შავ სპორტულებს იცვამს, სევდიანად მიყურებს.

-         არ წახვიდე, იყოს რაც იქნება, ოღონდ არ წახვიდე. - საწოლიდან ვდგები და ვუახლოვდები.

-         ეკლიფსო, საკმარისია, ყველა ჯერზე ბოროტი ლუისის როლის მორგება ძალიან მტკივნეულია, ნუ მაიძულებ ცუდად გექცეოდე.

Cherry Jelly (დასრულებული)Where stories live. Discover now