4.Who Loves The Sun

998 95 250
                                    

"Who cares, who cares ?Certainly not you.It's not even about love,It's about truth..."

•••••••••••••••••••••••••

ვიზმორები და კატასავით ვკრუტუნებ,
მზის სხივები ურცხვად დათარეშობენ ჩემს შიშველ სხეულზე.მმყუდრო გარემოა,
ძალიან თბილა,თვალების გახელა არ მინდა,ჩემდა უნებურად ღიმილი მესახება სახეზე.თხელი პლედი მხოლოდ მუცელს მიფარავს,პლედს ვექაჩები,მინდა შიგნით გავეხვიო.ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სიზმარში ვარ,სრულიად მოწყვეტილი რეალურ სამყაროს...

"და იქნებ მართლაც სიზმარში ვარ? "

-გავიყინე.-მესმის ლუისი ნამძინარევი,
ხრინწიანი ხმა,რაც ტანში სასიამოვნო ჟრუანტელს მგვრის. ჩემსკენ ბრუნდება,
მუცელზე ხელს მკიდებს და ზურგით მასზე მაკრობს,ლავიწზე მკოცნის და პლედს წამში მაშორებს.
-ჰეი!-ვყვირი და მისკენ სწრაფად ვბრუნდები.
-დღის სინათლეზე ბევრად მიმზიდველი ხარ.
-მცივა!
-გვერდით მე ვარ,თანაც შიშველი და მითუმეტეს გუშინდელ ღამეზე ფიქრნი როცა არ გასვენებენ რანაირად გინდა დამაჯერო რომ გცივა?

-წესით ეგ მე უნდა გითხრა,ჩემს ტატუს ალბათ ფერი გადაძვრა.-ეშმაკურად ვეუბნები.
-ოჰო!ამას დამიხედე ქალბატონო.-ამბობს და ამაყად მის კისერზე მიმანიშნებს,
რომელიც სრულიად იისფერია.
-იცი რა?-ბრაზით ვეუბნები.
-არ თქვა,რომ გამეორრბა გინდა,მეც ადამიანი ვარ კეილ.-ამბობს ლუისი სიცილით.
-შენზე საერთოდ ვინ ფიქრობს?ტირამისუ მინდა.-ვეუბნები წყენით.
-ჯანდაბა!ტირამისუ!-წამოიყვირა ლუისმა და ფეხზე წამოხტა,ეზოში გავარდა და წამში ყუთით ხელში დაბრუნდა.

-ლუის,იცი რომ შიშველი ხარ?
-და შენ თუ იცი რომ შენც?-ირონიულად მეკითხება და ყუთს მაგიდაზე დებს,
თვალებს ხუჭავს და ისე ხსნის.
-რა ჯანდაბას აკეთებ?-ვეკითხები,თუმცა ყურადღებას არ მაქცევს,ნელა დახედა ყუთს და თვალებიც ასევე ნელა გაახილა.
-ფუ შენი!-დაიყვირა მან.-კეილ...რაღაცას გეტყვი და ძალიან არ გაბრაზდე კარგი? გუშინ...გუშინ ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი,არ გამახსენდა და ახლა სულ ჩამდნარი არა მაგრამ კარგ დღეშიც არ არის და მი...-სწრაფად ვაწყვეტინებ საუბარს.
-ლუის!ტირამისუა?-სიხარულით წამოვიძახე.
-დამდნარი.

Cherry Jelly (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora