12. Sweet

135 14 6
                                    


"It's so sweet, knowing that you love me. Though we don't need to say it to each other and I will gladly break it, I will gladly break my heart for you. You know that I'm obsessed with your body But it's the way you smile that does it for me"

••••••••••••••••••••••••••••••••••••


ხმას არც ერთი ვიღებთ. სუნთქვა გახშირებული, ძლივს ვდგები და ლუისის თვალებში ვიკარგები. მინდა რომ ვაკოცო... მინდა ხელი ჩავკიდო და არასდროს გავუშვა, თუმცა ვერ ვბედავ. სახლისკენ შევტრიალდი, შემდეგ ისევ ლუისისკენ.

- ყველა ნერვებს მიშლით. - გაბრაზებული ვამბობ, ლუისს გვერდს ვუვლი და სწრაფი ნაბიჯებით მივიწევ წინ.

ლუისი არაფერს ამბობს. არ მაჩერებს, თუმცა ვხვდები რომ უკან მომყვება.

- რატომ მომყვები? - ვეკითხები, უკან არც ვიხედები ისე.

- იმიტომ რომ მომენატრე.

- იტყუები.

- არ ვიტყუები და ვიცი რომ შენც მოგენატრე.

- არა.

- კარგი. მაინტერესებს რამდენი ხანი გაქაჩავ. მიდი, გააგრძელე გზა. - ამბობს და ეცინება.

მისი სიტყვებზე ვცოფდები და სირბილს ვიწყებ.

- დამცინი კიდეც არა? - გამწარებით დავუყვირე. 

ლუისი უფრო ძუნძულს იწყებს ვიდრე სირბილს, თუმცა ეს ტემპი მისთვის საკმარისია, რომ გამითანაბრდეს. ხმას ისევ არ იღებს.

 - არა, არა! უნდა ვირბინო! გონებაში ერთი ამბავი მაქვს, ოხ, ლუის!

არ ვიცი რამდენი ხანი გადის, თუმცა ფეხები მეწვის, სხეული მტკივა. ვგრძნობ რომ ცოტა ხანში წავიქცევი, თუმცა სირბილი იმდენად მსიამოვნებს, რომ გაჩერება არ მინდა.

 ამბობენ კიდეც, სირბილისას გონება სრულიად განიტვირთებაო.

მოულოდნელად ლუისი მკლავზე მიჭერს ხელს და მისკენ მატრიალებს.

Cherry Jelly (დასრულებული)Место, где живут истории. Откройте их для себя