" Doing What I Can, Tryna Be a Man And Every Time I Kiss You,
Baby I Can Hear The Sound Of Breaking Down."••••••••••••••••••••••••••••••••••••
ისე ტკბილად მეძინა მწყინს კიდეც, რომ მეღვიძება. საბანში უფრო ვეხვევი და ფისოსავით კრუტუნს ვიწყებ, თვალების გახელას არ ვჩქარობ. სითბოთი და ჩიტების ჟღურტულით ვტკბები. მომნატრებია ძველი და უდარდელი დრო. როგორც იქნა ძილბურანს თავი დავაღწიე და თვალები გავახილე. ჩემს ოთახში ვარ, არაფერი შეცვლილა. ზეინმა შვიდი თვის წინ ოთახი გადმომაბარა და ალბათ აქ მას მერე აღარც დარჩენილა. არაფერი მახსოვს, არც ის მახსოვს აქ როგორ მოვედი, ალკოჰოლმა იმოქმედა. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ლიამზე გაბრაზებული, ბარიდან გამოსვლას ვცდილობდი, შემდეგ კადრები წყდება. კარგ ხასიათზე ვარ, საწოლიდან ვდგები და ფარდებს ვწევ, მზეს უფლებას ვაძლევ ოთახს დაეპატრონოს.
ღიღინით მივიწევ სააბაზანოსკენ, ტანის დაბანა მინდა შემდეგ კი ჭამა, მშია, თან ძალიან. სარკეში ჩახედვისას მივხვდი, რომ რაც მეცვა ჩემი ნამდვილად არ იყო. მუქი მწვანე ჰუდი მაცვია, ფეხებისკენ ვიხედები, სპორტული შარვალიც ამავე ფერისაა, ბიჭის სპორტულებია. ალბათ ზეინისაა, ფაქტია შემაწუხებდა გუშინდელი ჩემი ტანსაცმელები და გამოვიცვლიდი. შხაპი მივიღე და ფანჯრის წინ ბუდას პოზაში დავჯექი, თვალები მაქვს დახუჭული და ვფიქრობ დილა პირდაპირ ექსტრავაგანტულად დავიწყო თუ სპორტულად. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ არც ერთით და არც მეორეთი. სახლიდან გასვლას დღეს არ ვაპირებ. ეს დღე საკუთარ თავს უნდა მივუძღვნა. ჩემოდანი აქ არ მაქვს, თუმცა წასვლისას ყველაფერი რა თქმა უნდა არ წამიღია. დარწმუნებული ვარ ჩემი ტანსაცმელები ისევ კარადაში იქნება. მართალიც აღმოვჩნდი, ჩემი ღუნღულა კომბო მომხვდა თვალში. კომფორტული დღისთვის კი კომფორტული ტანსაცმელია საჭირო. ვიცვამ და სამზარეულოსკენ მივემართები.
ESTÁS LEYENDO
Cherry Jelly (დასრულებული)
Fanfic"How many secrets can you keep? Do I wanna know? If this feeling flows both ways? Sad to see you go. Was sorta hoping that you'd stay. I don't know if you feel the same as I do, but we could be together if you wanted to. Do you want me crawli...