2 თავი

170 14 1
                                    

დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს . პირველი შემთხვევა იყო მგონი ფრენა-ფრენით რონ წამოვფრინდი. ასე კარგად კარგახანია არ მძინებია. საწოლიდან ავდექი ,კუპალინკი და თხელი სარაფანა ჩავიცვი. პირველ სართულზე ჩავედი , სააბაზანოში მოვწესრიგდი და ეზოში სუფთა ჰაერზე გავედი. იქვე ჰამაკი დავინახე და ბედნიერებისგან ერთ ადგილას შევხტი თან ვიცინოდი. გავიქეცი და ზედ დავხტი . უცებ ვიგრძენი რომ ვიღაცის სხეულს ვეწექი ზემოდან. თბილი სხეული ვიგრძენი.მერე ყურთან გახშირებული სუნთქვა. ფეთიანივით წამოვხტი და ბალახზე საჯდომით დავენარცხე.
-აუ, მტკივა , -უცებ წამოვიყვირე. საშინლად მტკიოდა საჯდომი,ისე ლამის ცრემლები წამომივიდა. ნაცნობი სიცილის ხმა გავიგე. თავი ზემოთ ავწიე და ლიპარტელიანის ყავისფერ თვალებს გადავაწყდი. ო... არა... ჯანდაბა , ე.ი. მას დავახტი მთელი ძალით ტანზე .სირცხვილისვან თვალები მოვაშორე. არა რას მივრბოდი ქაჯივით ,დავკვირვებოდი ნორმალურად ჰამაკს,მაგრამ რა ჩემი ბრალი იყო მზე ისე ანათებდა არაფერი ჩანდა. ილია სიცილს არ წყვეტდა,ქვედა ტუჩს კბილები ჩავასვე.
⁃ კიდევ დიდხანს უნდა დამცინო? - ფეხზე ძლივს წამოვდექი,საჯდომი ტკივილისგან მეწვოდა,მაგრამ როგორ შევიმჩნევდი.
⁃ ისე მძიმე ყოფილხარ.
⁃ მოიცა რა? სულაც არ ვარ დიდი. 54 კილო ვარ,სიმაღლეც ნორმალური მაქვს, - ვერ ვხვდები რატომ ვუხსნიდი რამეს.
⁃ ოჰ,რას ვარდები, -უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა და გვერდი ჩამიარა. ფუ,უტაქტო ,როგორ მექცევა. მოიცადე ილია ლიპარტელიანო , შენ განახებ ავარდნა როგორი უნდა. თან იმაზე ვფიქრობდი რომ მასზე ბევრი რამ შემეტყო რაც სტატიისთვის გამომადგებოდა.

***

პატარა ჩანთაში ჩავაწყეთ საჭმელები და გზას გავუდექით. ლიკა და კოსტა ხელგადახვეულები მიდიოდნენ ,მათ წინ სწრაფი ნაბიჯებით ილია მიდიოდა. მე კი ყველაზე ბოლოს ვიყავი,ულამაზესი სოფელი
აღმოჩნდა ,ყოველ დეტალს ვაკვირდებოდი.
⁃ მალე მივალთ? - ხმამაღლა ვიკითხე.
⁃ ხუთი წუთის გზა დაგვრჩა ,- მიპასუხა ლიპომ. გამეხარდა მის ხმაში აგდებული ტონი ოდნავ მაინც რომ არ იგრძნობოდა.
და მართლაც ზუსტად ხუთ წუთში ულამაზეს ადგილას ამოვყავით თავი. გადასაფარებელი ბალახს გადავაფარეთ და ჩრდილში დავსხედით. მე და ლიკამ მალევე გავშალეთ სუფრა
. ბიჭებმა მწვადების კეთება დაიწყეს. მალევე საოცარი სურნელი დატრიალდა. ერთი სული მქონდა მწვადით პირს როდის ჩავიტკბარუნებდი. ლიკა და მე ბიჭებისგან მოშორებით ვიდექით.
⁃ რა გემართება გოგონი?
⁃ რას გულისხმობ ლიკა?
⁃ გგონია ვერ ვამჩნევ როგორ უყურებ ილიას?
⁃ ნუ ჩერჩეტობ რა, -ხელი ავიქნიე, არ მინდოდა მასაც შეემჩნია ჩემი ინტერესი ილიას მიმართ.
⁃ აი ვერ ვხვდები რა გაქვს დასამალი. პროსტა არ იფიქრო ამ ბიჭზე , მგონი ვიღაც უყვარს, - რაღაც უცნაური შეგრძნება დამეუფლა " ძალიან უყვარს" ,რომ გავიგე.
⁃ არც ვფიქრობ.
⁃ რაზე საბრობთ გოგოებო ? - დაიძახა კოსტამ.
⁃ შენთვის საინტერესო არაფერზე , - ჩაიცინა ლიკამ. მე ბიჭებისკენ წავედი .
⁃ მალე იქნება ?
⁃ კი ნინე, -პირველად მომმართავდა ილია სახელით.

ჟურნალისტი ერთი თვითWhere stories live. Discover now