სამსახურიდან გამოსული პირდაპირ ლიკასთან წავედი. ლიკა ჩემი სკოლელი იყო,ყველაზე კარგი ურთიერთობა მშობლების შემდეგ მასთან მაქვს. ჩემზე ერთი წლით უფროსია, სულ რაღაც ორ კვირაში მისი მეჯვარე გავხდები. ლიკას საქმროს კარგად არ ვიცნობ,მხოლოდ რამდენჯერმე შევხდი ,მაგრამ მაინც ზედმეტად კარგად ვარ მის მიმართ გამწყობილი. მაღაზიაში შევიარე და რძიანი ყავა ვიყიდე, ყველაზე მეტად რძიანი ყავის დალევა გვიყვარს.
⁃ მომიტანე ყავა? - გადამკოცნა თუ არა მაშინვე მკითხა.
⁃ როგორც ყოველთვის , -პარკში ჩაწყობილი რამდენიმე "პაჭკა" ყავა ავწიე მაღლა ,- ნაყინი შენზეა ხომ იცი , - გავიცინე და პირდაპირ სამზარეულოში გავედი.
⁃ სამსახურში ისევ არეულობაა?
⁃ ერთი ამბავია როგორც ყოველთვის, უფროსი ყველანაირად ცდილობს ცხელ-ცხელი სტატიების დაბეჭვდას რეიტინგისთვის.
⁃ რაც "მაღალი საზოგადოება" გამოჩნდა იმის მერე ნელ-ნელა თქვენი ჟურნალის რეიტინგი ეცემა.
⁃ ხო და მაგაზეა გაგიჟებული,ხვალ მე და რამდენიმე თანამშრომელი დაგვიბარა,როგორ მაინტერესებს რა ხდება.
⁃ აბა მე რა ვიცი,ხვალ გავიგებთ. კოსტამ დამირეკა ახლახანს . ქორწილამდე შენი დაქალები და ჩემი რამდენიმე ძმაკაცი ზღვაზე წავიდეთო.რა მაგარი იქნება,როგორ გავერთობით აზრზე ხარ ,- ხელები მაღლა აწია ლიკა და ტაში დაუკრა .
⁃ მე ვერ წამოვალ.
⁃ სამსახური? - თავი დავუქნიე, - ერთკვირიანი უფასო შვებულება დაწერე.
⁃ ხო ,ვიფიქრებ. ***. დილით ადრე გამეღვიძა,წყალი გადავივლე და სამზარეულოში გავედი. დედა ბლინებს აკეთებდა.
⁃ უჰ ,რა კარგი სურნელია.
⁃ მიდი დე ჩაიცვი და მერე მიირთვი.
⁃ ნწ , ახლა მინდა ,- მანამდე ვჭამე ბლინები სანამ მუცელი არ ამტკივდა. კიდევ კარგი წონაზე არ მეტყობა რასაც ვჭამ,მშვენიერ ტანზე ვარ. არასდროს ვმდგარვარ დიეტაზე ,სულ იმდენს ვჭამ რამდენიც მინდა. ცოტახანში მოვემზადე, თეთრი ზედმეტად თხელი პერანგი და ჯინსის ქვედაბოლო ჩავიცვი. როგორც ყოველთვის ავტობუსით წავედი სამსახურში . სტატიას ვწერდი ცხოველებზე , უფროსმა კაბინეტში რომ დამიბარა. კარზე დავაკაკუნე და მანამდე არ შევედი სანამ "შემოდი" არ გავიგე.
⁃ დილამშვიდობისა ქალბატონო მაგდა.
⁃ მოდი ნენე, რამდენიმე თამამშრომელს დავუძახე კიდევ და რომ შემოვლენ მერე აგიხსნი სიტუაციას.
⁃ როგორც გენებოთ. მალევე შემოვიდნენ ოთახში გოგონები.
⁃ მოკლედ თქვენი იმედი მაქვს... ***
⁃ რაო რა გითხრა უფროსმა?
⁃ ნუ მახსენებ. ვიღაც სპორტსმენზე უნდა გავაკეთო სტატია.
⁃ რა უნდა მერე მაგას, - ჩაეცინა ლიკას.
⁃ სხვანაირადაა საქმე. წიგნივით უნდა დავწერო იმ ბიჭზე , ყველანაირი დეტალი უნდა ვიცოდე მასზე. ერთი თვე მაქვს დრო , თუ ვერ მოვასწრებ სამსახურიდან გამიშვებს და ხომ იცი ჩემი ხელფასი როგორ მჭირდება.
⁃ ფუ,ნაგავი. მოასწრებ აბა რას იზამ. იმედია მალე დაფარავ ბანკის სესხს.
⁃ იმედია, კარგი წავედი ,აღარ მცალია საერთოდ. ***. მაგდამ სახლში მალევე გამიშვა . დედას არ მოეწონა ის საქმე რაც დამავალა.
⁃ დედი,ცუდად იქცევი,სხვის ცხოვრებაში რომ ერევი.
⁃ რა ვქნა დე,აქამდე მხოლოდ ცხოველებზე ვწერდი,ისიც ისე იშვიათად იქ თუ ვმუშაობდი ვერც ვხვდებოდი.არ ვიცი ქალბატონმა მაგდამ მე რატომ შემარჩია. ხომ იცი ვერ ვიტან სხვის პირადში ჩარევას ,მაგრამ კარგად იცი სამსახური როგორ მჭირდება.
⁃ ხო ვიცი, კარგი მიდი იმუშავე და რძიან ყავას ოთახში შემოგიტან,- დედას ლოყაზე ვაკოცე და საძინებელში გავედი. ტანსაცმელები გამოვიცვალე,თხელი სარაფანა გადავიცვი და საწოლზე წამოვწექი. ლეპტოპი ჩავრთე და "google-ში" ილია ლიპარტელიანი ჩავწერე. არასდროს გამიგია ასეთი სპორტსმენის არსებობის შესახებ. უამრავი მასალა ამომიყარა რამაც ზედმეტად გამაკვირვა. ჯერ ფოტოებში გადავედი, თვალები ლამის გადმომიცვივდა ისეთი სიმპატიურ კაცს ,რომ გადავაწყდი, კარგახანს გაშტერებული ვუყურებდი,დედას ხმა რომ არა ასე დიდხანს ვიქნებოდი.
⁃ რას უყურებ ამისთანას მეც ,რომ ვერ შემამჩნიე? - ვითომ გამიბრაზდა ნინო, თან ეღიმებოდა.
⁃ არაფერს ,ჩავფიქრდი. უჰ,რა კარგი სურნელია, დე კარამელითაა ხო? - ფინჯანი გამოვართვი.
⁃ ხო, გავალ მე ,- გემრიელად მოვსვი ყავა,მნიამ...რა გემრიელია. მერე ისევ ლეპტოპის ეკრანს დავაკვირდი, იქიდან ყავისფერ თმიან , ყავისფერთვალებიანი კაცი მიმზერდა. ოდნავ წვერი ჰქონდა მოშვებული,რომელიც ალაგ-ალაგ ქერაში გადადიოდა . ტანი იმდენად მამაკაცური ჰქონდა ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, მოჭიდავეობისთვის საკმაოდ მაღალი ჩანდა. მერე სტატიების კითხვას შევუდექი, არ ვხსნიდი ახლახანს დადებულებს. wikipedia გავხსენი და კითხვა დავიწყე .
⁃ "
ილია ლიპარტელიანი (დ. 22მაისს 1989, თბილისი ) -ქართველი ძიუდოისტი. ევროპის 4 -გზის ჩემპიონი ,4-გზის ვერცხლისა და ბრინჯაოს (2010 )პრიზიორი, ასევე მსოფლიოს ოქროსა და ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიო თასებზე მოპოვებული აქვს ექვსი ოქროს მედალი. მსოფლიო დონის სპორტსმენად ითვლება. ოლიმპიადაზე სულ ორჯერ იყო გასული სადაც მოსალოდნელი შედეგები დადო -ორი ოქროს მედალი.
სამწუხაროდ მისი კარიერა მალევე დასრულდა. "
მოიცა ... რას ჰქვია დასრულდა? ამდენი წარმატების შემდეგ ასე როგორ დაასრულა,ზედმეტად გავბრაზდი. მერე ერთ სტატიაში წავიკითხე ,რომ ავარიაში მოყვა რის გამოც (ზუსტად ვერ დავიმახსოვრე დაზიანების სახელწოდება) აეკრძალა კარიერის გაგრძელება.
მერე მისი ინტერვიუ გავხსენი ,ჟურნალისტი ჰკითხა ადასტურებდა თუ არა რომ ტრავმის გამო დაასრულა კარიერა. თავი ზემოთ არ აუწევია ისე გასცა პასუხი ." ვადასტურებ" - საშინლად მეუცნაურა მისი ხმა,რაღაცნაირად ხრიწიანად ,ტკივილიანად და ცივად ჟღერდა. ლეპტოპი მაგიდაზე დავდე,შუქი ჩავაქრე და დავწექი. ილიაზე მეფიქრებოდა... დილა ჩვეულებრივად დაიწყო,რძიანი ყავა , დედას დიალოგი და სამსახურში წასვლა. მივედი თუ არა მაშინვე ლიპარტელიანზე მასალების ძებნას შევუდექი . ერთ-ერთ სტატიაში ეწერა,რომ წლებია ერთ ქალზეა შეყვარებული,მაგრამ ის ქალბატონი არაფერს გრძნობს მის მიმართ. ამ ფაქტს არ ადასტურენდა ილია,მაგრამ რატომღაც დავრწმუნდი რომ თითოეული სიტყვა ჟურნალისტის მართებული იყო ( რადგან რამდენიმე ძველ ინტერვიუში ,რომელსაც შემთხვევით გადავაწყდი კითხვაზე უყვარს თუ არა ვინმე ჩაეღიმა ,თავი დაუკრა და ერთ ინტერვიუში თქვა რომ სიყვარულისთვის იბრძვის. ) .
სანამ ყველანაირ სტატიას არ წავიკითხავ მასზე მანამ არ დავიწყებ მასთან შეხვედრებს.
![](https://img.wattpad.com/cover/368798279-288-k420035.jpg)