თავი 1

129 4 2
                                    

-დედა არ ინერვიულო, დღეს გადავდივარ ახალ ბინაში

-ყველაფერი ჩაალაგე?

-დედა ჩავალაგე, მართლა, არ ინერვიულო, მოვაგვარებ

-კარგი შვილო, რომ მიხვალ დამირეკე , კარგი?

-კარგი დე, მიყვარხარ

-მეც მირა

მირამ გათიშა ტელეფონი და ჩალაგება დაასრულა.

დღეს უნდა გადასულიყო ბინაში სადაც უცნობ ადამიანთან უნდა ეცხოვრა... დაახლოებით იცოდა მის შესახებ, მაგრამ არ იცნობდა

-იმედია არაფერი მრჩება და ყველაფერი ჩავალაგე...- კარგად შეამოწმა ჩანთა - ასე რატომ ვნერვიულობ? მგონია რომ დღეს რაღაც მოხდება...

ტაქსი გამოიძახა და გაეშურა მისი ახალი ბინისკენ

რაღაც გრძნობა ქონდა... თითქოს რაღაც უნდა მომხდარიყო, რაღაც უცნაური... მირამ ჩათვალა რომ ეს იმის გამო იყო, რომ ახალ ბინაში გადადიოდა და ახალ ადამიანს გაიცნობდა

როგორც იქნა მივიდა დანიშნულების ადგილზე. გადმოიღო თავისი ნივთები და კარზე დააკაკუნა

-კარები ღიაა!-გაიგო ხმა საპირისპირო მხრიდან. თითქოს ხმა ეცნო

მირამ კარები გააღო და შევიდა. შემოიტანა ჩანთები.

-გამარჯობა, მე.....-მირა გაჩერდა

არ იყო შემოსული და...

და ვიღაც დაინახა...

უცნობი მაგრამ ძალიან ნაცნობი...

მისი ძველი სიყვარული- ჯონგუკი

მირა შოკირებული და დაბნეული იყო

-მი-მირა?- ჯონგუკიც ძალიან დაბნეული ჩანდა - აქ, აქ რას აკეთებ?

-მე... მგო... მგონი ერთად ცხოვრება მოგვიწევს...

ძალიან აუტანელი სიჩუმე ჩამოვარდა... ორივე ძალიან ცუდად და არაკომფორტულად გრძნობდა თავს

-მი-მირა, მომეცი ჩანთები, შენს ოთახამდე მივიტან... შენ იქ დაჯექი

შევხვდებითWhere stories live. Discover now