თავი 2

133 8 0
                                        

მირა თითქოს ამით თავს იმშვიდებდა, მაგრამ გული მაინც აჩქარებული ქონდა... მაინც ვერ აწყნარებდა გულს, რომელიც ისევ ჯონგუკისთვის აძგერდა...

_____________

მოსაღამოვდა. მირა ვახშამს ამზადებდა სამზარეულოში, ჯონგუკი კი თავის ოთახს ალაგებდა. თავის ოთახში დალაგებისას ჯონგუკმა ერთი ყუთი იპოვა. ხელში დაიჭირა და თქვა

-არ არსებობს, არ გადამიგდია?- გახსნა და ნახა მისი და მირას ძველი ფოტოები... სამი წლის მოგონებები... ხუთი წლის წინ, ბოლოს გადაღებული ფოტოც ნახა... სამი წელი იყვნენ ერთად. ოცდაერთი წლისები რომ იყვნენ მაშინ დაშორდნენ ერთმენეთს... მათი დაშორების მიზეზი იყო ჯონგუკის მშობლები. ჯონგუკისთვის უკვე შერჩეული ყავდათ საცოლე, ამიტომ ჯონგუკის მშობლებმა მირას რაღაც საზიზღრობები მოუგონეს, ჯონგუკი მოატყუეს და დააშორეს... თუმცა გულის სიღრმეში ისევ სჯეროდა ჯონგუკს რომ ტყუილი იყო რაც მშიბლებმა უთხრეს, იმიტომ რომ მირა ყველაზე უმანკო და საყვარელი გოგონა იყო სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც. ჯონგუკის მომავალი საცოლე კი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა... ჯონგუკი საშინლად გაბრაზდა მშობლებზე, ამიტომ მათთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა... მისი მშობლები ახლა ამერიკაში ცხოვრობდნენ; თვითონ კი სეულში

მან ფოტოები ამოიღო. თვალები აუცრემლიანდა და ღიმილიანი სახით ათვალიერებდა

-არა, არ მჯერა. ის ასეთ სიბინძურეს არ გააკეთებდა... უბრალოდ როგორ უმანკო ღიმილი აქვს, როგორ შეიძლება მასზე ცუდი გაიფიქრო?- თქვა ჯონგუკმა ღიმილიანი სახით, მაგრამ ცრემლები მოიწმინდა და სერიოზული სახე მიიღო -ჯონგუკ, ეს წარსულია, შენ ის აღარ გიყვარს! მორჩა.

მართალია ისიც უარყოფდა მაგრამ ისევ ისე იყო შეყვარებული მასზე როგორც ხუთი წლის წინათ... ამ ხუთი წლის განმავლობაში სხვა გოგოსთვის არც კი გაუხედავს... მართალია უარყოფდა, რომ მირა უყვარდა, თუმცა მაინც მირას ერთგული იყო.

შევხვდებითWhere stories live. Discover now