როგორც ვხედავთ ხუთი წლის შემდეგ ისევ შეხვდნენ ერმანეთს. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები
_______
მირასთვის ჯონგუკთან თანაცხოვრების მეორე დღე იყო ახალ ბინაში. ჯონგუკი დილით ადრე ადგა,ჩაიცვა და სამზარეულოში საჭმლის გაკეთებას შეუდგა
ამასობაში მირამაც გაიღვიძა, ჩაიცვა და თავისი ოთახიდან გამოვიდა. სამზარეულოში წყლის დასალევად უნდა შესულიყო, როდესაც ჯონგუკი ზურგით დაინახა
მირამ უკან გაბრუნება გადაწყვიტა, არ უნდოდა ჯონგუკთან საუბარი მაგრამ თითქოს ვიღაც აკავებდა. სამზარეულოს შესასვლელიში გაშეშდა, ფეხებს ვერ იმორჩილებდა. გაყინული იყო ადგილზე და ჯონგუკს ისევ უყურებდა
"მიდი, ჩაეხუტე, ჩაეხუტე! ჩაეხუტე! ვიცი რომ ეს შენც გინდა, შენც კარგად იცი რომ გენატრება" -ეუბნებოდა მირას გული
"არც კი გაბედო! შენ ის არ გიყვარს! მან ის დაიჯერა, რაც არ უნდა დაეჯერებინა. გააკონტროლე თავი და უკან გაბრუნდი!" -ეუბნებოდა მირას გონება
მირა მაინც ვერ ინძრეოდა, თვალებს არ აშორებდა ჯონგუკს
ჯონგუკი მიხვდა რომ მირა მის უკან, ხუთ მეტრში იდგა. მირას მზერას გრძნობდა, ჩაეღიმა. არ მობრუნდა, აინტერესებდა მირას რეაქცია
მირა ისევ ცდილობდა გაბრუნებას, მაგრამ სხეული არ ემორჩილებოდა
გავიდა ხუთი წუთი. მირა ისევ ვერ იძვროდა ადგილიდან. ჯონგუკმა თქვა
-მირა რა ხდება? ხუთი წუთია აქ დგახარ და მიყურებ- ისე თქვა, რომ მირასკენ არ მობრუნებულა
მირა როგორც იქნა დაიმორჩილა სხეული. თითქოს მხოლოდ ჯონგუკის ხმას შეეძლო მირას სხეული მართვა. თითქოს ჯონგუკის სიტყვებს ელოდებოდა მირას სხეული
მირა სამზარეულოში შევიდა და წყალი დალია
-მე უბრალოდ ჩავფიქრდი- ისე უთხრა, რომ ჯონგუკისთვის არ გაუხედავს, მაგრამ სახეზე ჩანდა რომ ხოტათი შერცხვა, ჯონგუკმა რომ შეამჩნია მისი მზერა
YOU ARE READING
შევხვდებით
Romanceგოგონა-მირა, რომელიც ქალა სეულში გადადის. ბინას ყიდულობს სადაც ეყოლება თანამცხოვრები (roommate) ეს აღმოჩნდება მისი ყოფილი ჯეონ ჯონგუკი. როგორ განვითარდება მოვლენები? ამას ვნახავთ ძალიან საინტერესოა, არ ინანებთ