თავი 18

55 3 2
                                    

-ასეთი არასდროს მინახიხარ ჯონგუკ...- თქვა მირამ და ცრემლებს იკავებდა

ჯონგუკი კი მაგრად ეხუტებოდა მირას.ისე, თითქოს ცოტა ხანში სამუდამოდ უნდა წასულიყო და მას ვეღარასდროს ნახავდა...

_____________

-გთხოვ ცოტახანი ვიყოთ რა ასე- უთხა ჯონგუკმა.

-ოხხხ, კარგი ხო- თქვა მირამ

ჯონგუკი ცოტახანს კიდევ ეხუტებოდა, მერე უკან გაიწია და ისევ ნორმალურად დაჯდა

-მხარი ხომ არ გტკივა მირა?

-ისე რა

ჯონგუკმა თავი დააქნია. მირა მოწყენილი ჩანდა

-რამე მოხდა?- კითხა ჯონგუკმა

-აა,არა, არაფერი

ჯონგუკმა ამოიხვნეშა. მიხვდა რის გამოც იყო მირა უხასიათოდ

-შეგიძლია მაპატიო?

მირამ ჯონგუკს თვალებში შეხედა

-არა... არა კი არა ვერა

-კარგი, გასაგებია- უთხრა ჯონგუკმა და ადგა. ძალიან გაუტყდა გული, მაგრამ იცოდა რომ ღირსი იყო ამ ყველაფრის, რადგან ვიდეოს დაუჯერა და არა მის საყვარელ ადამიანს. გულის სიღრმეში რაღაც ძალიან ეტკინა

-მე გავდივარ და თუ რამე დამირეკე, კარგი? გარეთ არ გახვიდე იცოდე, თუ გახვალ ისიც ახლოს, კარგი? ასე 2 საათში ჩემი ბიჭები მოვლენ, რომ დაგიცვან. ეს ორი საათი ფრთხილად იყავი მირა, არსად გახვიდე

-კარგი ჯონგუკ- თავი დაუქნია მირამ

ჯონგუკი სახლიდან გავიდა, და ისეთი გრძნობა ქონდა, რომ თითქოს მხრებზე ძალიან მძიმე ტვირთი ედო. ცრემლები მოერია, მაგრამ თავი შეიკავა. მანქანაში ჩაჯდა და თქვა

-ძლიერი უნდა იყო ჯონგუკ... მირასთვის... მარტო მირასთვის...- ჯონგუკმა ცრემლები მოიწმინდა და მანქანა დაძრავდა დაცვას დაურეკა

-რამდენ ხანში მოხვალთ?-იკითხა ჯონგუკმა

-ორ საათში მანდ ვართ

-კარგი, დაუჩქარეთ და არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ მარტო

_

მირა

-ღმერთო ეს რა იყო- თქვა მირამ და ამოისუთქა -არ ვიცოდი ეს დღე თუ ოდესმე დადგებოდა... საწყალი ჯონგუკი... მაგრამ არა, არ არის საწყალი, ღირსია- თქვა მირამ და ხელები გადააჯვარედინა- მაგრამ... მაინც... ცოდოა... არა მირა! არა! გაჩუმდი და სხვა რამეზე გადაიტანე ყურადღება

-მომშორდი ჯონგუკ, მომშორდიიი- თქვა მირამ - აუ რა ვქნაა

ცოტა ხნით დაფიქრდა და მერე თქვა

-ბარემ მაღაზიაში ვარ ჩასასვლელი, მაგრამ დაცვა რომ არ მოსულა? არაუშავს, არაფერი მომივა მაღაზიაში თუ ხუთი წუთით გავალ- მირა ადგა, გაემზადა და სახლიდან გავიდა

მაღაზია სახლიდან 15 მეტრში იყო. უცბად გაირბინა, რაღაცეები იყიდა და უკან მოდიოდა რა დროსაც მანქანაში ნაცნობი სახე შეამჩნია, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და გზა გააგრძელა. ჯონგუკის სიტყვები ისევ ჩაესმოდა.

სახლის კარამდე არ იყო მისული, ძირს საათი დაინახა. დაიხარა, აიღო და თვალიერება დაუწყო

-ეს ჯონგუკის ხომ არ არის? ასეთი არ ქონდა? მაგრ...-  უცებ მირას ვიღაცამ ნაჭერი ააფარა პირზე და მანქანაში ჩასვა. ყვირილს ცდილობდა, მაგრამ ამაოდ

-ვინ ხარრრ?- ძლივს ამოღერღა მირამ

-ნუთუ არ გეცნობა ჩემი სახელი? ასე მალე დაგავიწყდი? -ჩაიცინა

-ოჰ, არა....- თქვა მირამ და გონება დაკარგა

____

პატარაა, მაგრამ მაპატიეეთ😭 ფიზიკურად არ მაქვს დრო რომ ვწერო🫶
ბლექფინქის დღეს გილოცავთ ბლინქებოო💗🖤

შევხვდებითWhere stories live. Discover now