ახალი ისტორიით მოვედი...
ჯერ-ჯერობით სახელი თავდამსხმელი ერქვას, შემდეგ მოვიფიქრებ სხვა ვარიანტებს.
მოგვიანებით გილოცავთ ევროპაზე გასვლას და ახლა უკვე მერვედ ფინალში მოხვედრას❣️
ეს ისტორიაც ხომ ფეხბურთზე და მის სიყვარულზეა,
იმედი მაქვს მოგეწონებათ🥰თითქმის ყველას ერთი ჩვევა აქვს, მიწას ხელით უნდა შეეხოს და სიამოვნების, თავდავიწყების, უზომო ბრძოლის და გამარჯვების ჟინში გადაეშვას თავით. ზოგი მარჯვენა ფეხს დგამს პირველს, რადგან კარგად აქვს დაცდილი. ზოგი არაფერს აკეთებს, ისე შედის მოედანზე თითქოს უკვე ჩემპიონი ყოფილიყოს და მსოფლიოს უდიდესი ტიტული მოეგოს. ზოგს რომ ჰკითხო უბრალოდ ჰობია და სიამოვნებას იღებს, მაგრამ მისთვის მთელი ცხოვრება იყო. ყველაფერს დათმობდა, ალბათ უძვირფასესსაც ოღონდ იმაზე არ ეთქვა უარი რაც ასე უყვარდა და ყველაფრად უღირდა. ადამიანებს გვახასიათებს რაღაცებს ამოვიჩემებთ და იმის იქით არაფერი გვაინტერსებს, ყველაფერს უკანა პლანზე ვწევთ ოღონდ ის არ დავკარგოთ რაც ამოვიჩემეთ რაც ასე გვეძვირფასება და რაზეც მთელს ჩვენ მომავალს, ცხოვრებას ვაწყობთ. ჩვენი მთავარი გმირიც ასეთი იყო, თავისნათქვამა და ამოჩემება კაცი, მაგრამ ბურთი და მოედანი ამოჩემებაზე ბევრად მეტი იყო მისთვის. ფეხბურთი იყო მთელი მისი ცხოვრება, წასრული, აწმყო და რა თქმა უნდა მომავალი.
- დადეშქელიანი არის ბურთით, წინ მიიწევს, სამის წინააღმდეგ არის, ლივერპულის მთავარი ათიანი შესანიშნავ ფორმაშია, უნდა ავღნიშნოთ, რომ მთელი სეზონი შესანიშნავად ჩაატარა, მოწინააღმეგის საჯარიმოშია, დადეშქელინი დარტყმა და გოოლ. რა ლამაზად დაარტყა, ულამაზესი ბურთი იყო.
- ფაქტიურად შეუძლებლი იყო ამ ბურთის აღება, იმდენად ძლიერად დაარტყა და ტაქტიკურად უნდა ითქვას ბრწყინვალე გათვლა იყო. როგორც ყოველთვის თავის სტილში, მარცხენა ფეხით ჩააბზრიალა ბურთი და ულამაზესი გოლი გაიტანა, ანგარიში მეთოთხმეტე წუთზე გაიხსა და საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან მატჩში დაწინაურდა.