სიმშვიდე ერთადერთია ალბათ, რაც ყველაზე მეტად ეხმარება, მოსამზადებლად, გონების მოსაკრებად. გასახდელში იყო გუნდელებთან ერთად. სახეზე რომ შეგეხედათ ვერაფრის ამოკითხვას შეძლებდით, უემოციო სახით იჯდა და ცარიელი თვალებით იყურებოდა. ამ დროს იხსენებდა ხოლმე ბავშვობას, უფერულ დღეებს და დროს როცა ფეხბურთის თამაში დაიწყო, როგორ სიამოვნებდა ბურთის გაგორება მწვანე ბალახზე და ვინ იცის რამდენჯერ უთამაშია ქვიშაში, ტალახში, გადახრიოკებულ მიწაზე და მერე როგორ გაბრაზებულა ბაკური, როგორ უჩხუბია და დღემდე რა მწარედ ახსოვდა მისი დარტყმული მარჯვენა. რამდენჯერ ჩასძინებია ატირებულს და მერე მაკას როგორ გაუწმენდია მისი მუხლები ბურთით თამაშისას რომ იყვლეფდა ხოლმე. ფიქრობდა ამ ყოველივეზე და რწმუნდებოდა, ადამიანი იმდენად უსამართლოა რამდენად უსამართლოდაც ეპყრობოდნენ, იმდენად ჰგავს ცხოველს, ზოგჯერ ვერც იაზრებს როგორ გაჰკრა კბილი და გული ატკინა მას ვინც რეალურად ყველაფერზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო მისთვის. ფიქრებიდან კაპიტნის ხმამ გამოაფხიზლა, გუნდელები გაამხნევა და მოედანზეც გავიდნენ. ისე გავიდა მოედანზე თითქოს უკვე ჩემპიონი იყო და ასეც იქნებოდა, გუმანით გრძნოდა ისეთი მატჩი იქნებოდა არასოდეს, რომ არ დაავიწყდებოდა ამ თამაშით მიღებული სიამოვნება. და ზუსტად ისე წარიმართა მოვლენები, როგორც ფიქრობდა, გულშემატკივარი შეძახილებს არ წყვეტდა და მართლა ისეთი ატმოსფერო იყო აქამდე, რომ არ უნახავს ამ კლუბში.
- შიო არის ბურთით - დაძაბული ლაპარაკობდა კომენტატორი - როგორც ყოველთვის, ახლაც შეეხო თუ არა ბურთს წამში დაიწყო შეტევა, თამაში დაიძაბა, ძალიან ავიწროებენ, თუმცა საჯარიმოშია და დიდი შანსი აქვს გაიტანოს, მაგრამ ოთხის წინააღმდეგ არის მარტო... მიდი შიო ეს შანსი უნდა გამოი... გოოოოლ შიო დადეშქელიანი შეუჩერებელია - ყვიროდა კომენტატორი და სიხარულის შეკავება უჭირდა - ულამაზესი გოლი გაიტანა, ლივერპულმა საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო, როცა ეს ბიჭი იყიდა.