7 თავი

14 3 17
                                    

     ადგილი სადაც, რამდენიმე ხნის წინ, სიმღერის და შეძახილების ხმა, რომ ისმოდა და ეს ხმა მერე მთელ ქალაქს ესმოდა, ახლა სიჩუმეს დაესადგურებინა, განათებები ანათებდა სტადიონს. მატჩი დამთავრდა, მაგრამ ისევ აქ იყო, ერთ-ერთ სკამზე იჯდა და მოედანს არ აშორებდა თვალს. ქომაგები და სხვა გულშემატკივრები ნელ-ნელა წავიდნენ და ფიქრებში ჩაფლულს გონებაში ისევ სიმღერის და შეძახილების ხმა ჩაესმოდა და გულმა რეჩხი უყო, რატომ ვერ გააკეთა მაქსიმუმი?! ან თუ გააკეთა რატომ წააგო ასეთი ანგარიშით?! ფიქრობდა, რომ ბოლომდე ვერ დაიხარჯა და ისევ, იმედგაცრუებამ შემოუტია, იქნებ მართალი იყო ბაკური? არ უნდოდა ამ ფიქრებისთვის გასაქანი მიეცა, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა, სხვა რამეზე ვერ ფიქრობდა, იმდენად შეუძვრა გულსა და გონებაში ეს ფიქრი. ზოგჯერ ადამიანებს, ბავშვობაში მიღებული შეურაცხყოფა, დამცირება, ტრავმა დიდობაში გვახსენებს თავს და ამ დროს უფრო მეტად რთულია გადაიტანო, დაივიწყო ის რითაც ერთ დროს გული ძალიან გატკინეს.

- შიო - მოესმა მწვრთნელის ხმა და მალევე მის გვერდით დაიკავა ადგილი. - ვიცი, ფიქრობ, რომ მეტი შეგეძლო, მაგრამ შენ საუკეთესოდ შეასრულე შენი მოვალეობა. ესპანეთი ძალიან ძლიერი გუნდია ეს ხომ იცი - მხარზე დაარტყა ხელი, გამხნევების მიზნით.

- შემეძლო, უკეთესად უნდა მეთამაშა და მაქსიმუმი გამეღო, ეს თამაში უნდა მოგვეგო - იმედგაცურებული იყო საკუთარი თავით.

- შენზე უკეთ არავინ იცის რა შეგიძლია და რამდენი, ასე რომ იმაზე მეტს ნუ მოსთხოვ შენს თავს ვიდრე შეგიძლია. - ოდნავ გაუღიმა - შენი შესაძლებლობების ზღვარი დაადგინე და ნუ მოითხოვ შენი თავისგან იმას რაც არ შეგიძლია.

- მადლობა - მზერა გაუსწორა და ამ მზერიდან ჩანდა, გაამხნევა მწვრთნელის სიტყვებმა.

- სახლში წადი, დაისვენე. - დაემშვიდობა კაცი და წავიდა.

არსად წასულა თითქოს არაფერი უნდოდა, არც სახლი, არც საუბარი, არც მეგობრები და აღარც თამაშის ნერვები ჰქონდა, უნდოდა უბრალოდ სტადიონზე აქ, ერთ-ერთ სკამზე დამჯდარს ბევრი ეფიქრა დღევანდელ თამაშზე, მაგრამ მისმა ფიქრებმა ჯერ ფერი შეიცვალეს, მერე ადრესატი და საბოლოოდ იქ მივიდნენ, იმ შემოდგომისფერ სევდიან თვალებს დატრიალებდნენ, იმ იმედიან თვალებს მხოლოდ მისთვის, რომ გაკრთა სხივი.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Nov 09 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ჩემი ცხოვრების ყვითელი ბარათიWhere stories live. Discover now