4 თავი

25 2 16
                                    

პატარა თავია, მაგრამ იმედი მაქვს მოგეწონებათ


        კოცონთან ყველაზე დიდ ხანს დარჩა, ვარსკვლავებიანი ცის ყურება ერთი სიამოვნება იყო, თანაც სვანეთში სადაც ცაც სხვანაირია, ფიქრებში იყო გართული, იხსენებდა თავის ბავშვობას, სტუდენტობას და როგორი გულის ფანცქალით მიდიოდა ყველა ლექციაზე და ვეღარ ითმენდა ხოლმე, ისე უნდოდა თავადაც მალე გამხდარიყო ლექტორი. ყველაფერს ისეთი მონდომებით აკეთებდა, იმდენად იხარჯებოდა, რა დაავიწყებს, იმ სწავლაში გათენებულ ღამეებს, მაგრამ ახლა, როცა ნათლად ხედავს თავისი მაშინდელი შრომის შედეგს ათმაგად უხიარია, რომ ბოლომდე დაიხარჯა მაშინ. ღამის ორს კარგა ხნის გადაცილებული იყო, ფეხის ხმა, რომ მოესმა, ვინ იქნებოდა გარდა თავად სახლის პატრონისა. ისე ჩამოჯდა სკამზე, ხმა არ გაუცია.

- ისევ აქ, რატომ ხარ შვილო? - მაკა ყოფილა.

- აჰ, აქ ისეთი სიმშვიდეა, სუფთა ჰაერი, სახლში შესვლა აღარ მინდოდა. - გაეღიმა.

- კი აქ ღამით განსაკუთრებული სიმშვიდეა, მეც მიყვარდა ხოლმე ახალგაზრდობაში ეზოში ჯდომა ღამით, მაგრამ მგონი სჯობს ახლა დაიძინო ხვალ გრძელი გზა გაქვს გასავლელი. - ფეხზე წამოდგა ქალი.

- მე სასტუმროში დავრეკე და იქ წავალ დილით, გაბრიელი დაბრუნდება თბილისში. მადლობა ყველაფრისთვის. - თბილი ღიმილით უთხრა ქალს და ცოტა ხანს კიდევ დავრჩები და მერე დავიძინებო ამ სიტყვებით გაუშვა სახლში მაკა, მაგრამ მარტო მაინც არავინ დატოვა, რამდენიმე წუთში შიო დაადგა თავზე.

- რამდენიმე წუთი ვიქნები, თქვენ ნუ ინერვიულებთ რა - ეგონა ისევ მაკა იყო, მაგრამ შიო ედგა თავზე და წამში შეეცვალა განწყობა.

- აქ რატო ხარ? - ფეხზე იდგა, შორტის ჯიბეებში ეწყო ხელები და აშკარად ახალი გაღვიძებული იყო, სახეზე ეტყობოდა. წარბები ჰქონდა შეკრული და თვალები, რამდენჯერმე ძლიერად დახუჭა.

ჩემი ცხოვრების ყვითელი ბარათიWhere stories live. Discover now