იმედი მაქვს ისიამოვნებთ...
წამსვლელი ადამიანის ნაბიჯები ყველაზე მწარეაო, ამბობენ, ხოლმე და შიოსაც, როცა დაინახა, როგორ შექცია ზურგი ევამ და გასასვლელისკენ წავიდა გულში, რაღაც ჩაწყდა. პასუხი ნათელი იყო, მატჩზე მივიდა, მაგრამ მისი ნახვის სურვილი არ ჰქონდა, ევას გადაწყვეტილება იყო, როგორც უნდოდა ისე მოიქცეოდა, მაგრამ დადეშქელიანმა, რომ დაინახა გულში იმედი და თვალებში სხივი გაუკრთა, ახლა კი სულ ერთი იყო ყველაფერი, პასუხი ნათქვამი იყო და აღარფრის შეცვლა აღარ შეეძლო, ასეთი ქცევით მიახვერა თითქოს თუ სტადიონზე მოვალ მხოლოდ თამაშის სანახავად მოვალ და შენ არ მაინტერესებო.
დადეშქელიანი თითქოს იმ ადგილას გაიყინა სადაც, რამდენიმე წამის წინ ევა იდგა და მისი გულისცემა ამ მომენტში იმდენად აჩქარდა, თამაშის მოგებისას არ აჩქარებია ასე, ახლა კი, რომ დაინახა ევამ ზურგი ასე მოულოდნელად აქცია თითქოს იმედგაცურება მოაწვა, წამით ბრაზიც გაუკრთა თვალებში და გადევნება იფიქრა, მაგრამ ჰქონდა კი აზრი გადევნებოდა ქალს, რომელსაც მისი ნახვის სურვილი აშკარად არ ჰქონდა? მაგრამ რა იყო ამის მიზეზი?! ევა არ იყო იმ ტიპის ასე უზრდელად მოქცეულიყო. ნეტავ, რატომ მოიქცა ასე?! რამდენიმე წამი და თავადაც გასახდელისკენ წავიდა ბიჭებთან ერთად. მწვრთნელი მიმართავდა ბიჭებს:
- დღევანდელი მატჩი კარგი იყო, მეორე ტაიმში მეტად მოტივირებულები იყავით და ეს ანგარიშზეც აისახა, მაგრამ წინ კიდევ, რამდენიმე მატჩი გვაქვს და მოგება გვჭირდება, ახალი ძალებით უნდა შევუტიოთ. კონცენტრირდით იმაზე, რაც წინ გველოდება, მე მჯერა თქვენი და თქვენი შესაძლებობების. მეტოქე ძლიერია, თქვენც იცით, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ვიცი, თუ მთელ შრომას ამაში ჩავდებთ ყველაფერს შევძლებთ. ამაყი ვარ თქვენით, წინ ბიჭებო, გამარჯვებისკენ! - მწვრთნელის სიტყვებს დიდი აპლოდისმენტები და შეძახილები მოჰყვა ბიჭებისგან.