მთელი წვეულების მანძილზე ნიკასთან ერთად ვერთობოდით მე და ლუკა (ახალ ნიკასთან) ამ დროის მანძილზე ერეკლეს და ნიკას მწველ მზერას ვგრძნობდი..ვიცი არაფერი მელის კარგი მაგრამ ისინი უბრალოდ სხედან და სვამენ.
ღამის 12 საათია წვეულება დასასრულს მიუახლოვდა და ხალხიც ნელ-ნელა იშლებოდა მაგრამ ნიკა არ გვიშვებს უნდა რომ ცოტახნით კიდევ დავრჩეთ.
-გთხოვთ ბიჭებო დარჩით კიდევ ცოტახანს-ამბობს და ორივეს მკლავზე გვეჭიდება.
-ნიკა მოდი ხვალ გავაგრძელოთ ყველა დავიღალეთ-ამბობს ლუკა.
-მე არ დავღლილვარ-ვამბობ მე-დავრჩეთ რაა-ვეხვეწები ლუკას.
-თირნიკე ნასვამი ხარ დასვენება გჭირდება-მეუბნება ის და ამაზე ვბრაზდები.
-არ მჭირდება მშვენივრად ვარ შენ თუ არ გინდა წადი მე ნიკასთან ვრჩები-ვამბობ ლუკას ვაგდებ და მე ნიკას მივყვები სახლში.
************
ლუკა მაშინვე ბიჭებთან მიდის, რომლებიც სახლის გზას ადგანან..
-ნიკაა-უყვირის ლუკა.
ნიკას ინტერესი იცავს როცა თორნიკეს ლუკასთან ერთად ვერ ხედავს.
-ლუკა თოკო სადაა?-ეკითხება ნიკა.
-ნიკა რო გაიცანით წვეულებაზე..მაგან დაიჟინა რო ჩემთან წამოდითო კიდე გავერთოთო მე უარი ვუთხარი ხვალ გავაგრძელოთ მეთქი მარა თორნიკე შემეწინააღმდეგა..თან ნაავამია და ჯობია მიხვიდე.
-ოხხ თორნიკე კარგი დღე არ დაგადგება-ამბობს და სანაპიროზე ბრუნდება მაგრამ წყვილი იქ არ ხვდება აქე-იქით ტრიალდება და ბოლოს ხედავს როგორ მიდიან სიცილით.
ნიკას ბრაზი იბყრობს და მათკენ დიდი სისწრაფით მიექანება.
-თორნიკე!-ეძახის როცა უახლოვდება.
თორნიკე სიცილით ტრიალდება უკან და ნიკას ხედავს.
-ოჰ ნიკა აქ რა გინდა?