PET
ძირითადი ოჯახის მთავარი მცველიდან, მეორე მთავარი ოჯახის მემკვიდრის შინაურ ცხოველობამდე არც თუ ისე დიდი ნაბიჯი ყოფილა.როცა ძველ პოზიციაზე მისიებზე მიშვებდნენ და აუარებელ ტყვიებს გადარჩენილი მანსიონში ვბრუნდებოდი ეს ყველაფერი სიამოვნებას მანიჭებდა ახლა კი, ვეგას თერაპანიაკულის შინაური ცხოველი გავხდი რომელსაც არ აქვს უფლება მის მეპატრონეს (ვეგასს) შეეწინააღმდეგოს, შეეპასუხოს, უკითხავად ოთახიდან გავიდეს, ვინმეს დაელაპარაკოს ან ისაუბროს.
თავიდან რა თქმა უნდა თავს დამცირებულად ვგრძნობდი, ასევე მიტოვებულად თუ როგორ არ გავახსენდი არავის მთავარი ოჯახიდან, ჩემს უფროსს, კინს ან პორშეს.
ასე როგორ გამიმეტეს, რომ ჩემზე ძიება არ გამოაცხადეს.ნაბიჭვარი ვეგასი როგორც ცხოველს ისე მექცეოდა, ქამრით მცემდა და სახეში ხელს მირტყავდა, ზოგჯერ დანითაც მისერავდა ალაგალაგ სხეულს, მისი თვალები რომ დაგენახათ იფიქრებდით მასზე სადისტი ადამიანი მსოფლიოში არ მოიძებნებოდა.
სიამოვნებას ანიჭებდა ადამიანის წამება განსაკუთრებით კი ჩემი, რაც ბევრჯერ უთქვამს.
მასში ადამიანობის კვალი არსად ჩანდა კარგი მხოლოდ მის ძმასთან იყო და ისიც დაფარულად, არავის აჩვენებდა მის რბილ მხარეს.მის ოთახში ჯაჭვებით ვყავდი დაბმული ისე რომ საწოლზე მხოლოდ მიყრდნობა შემეძლო, ღამით მის გვერდით დაწოლის უფლებასაც მაძლევდა რა თქმა უნდა საწოლის თავზე ბორკილებით დაბმულს, იცოდა თუკი ოდნავ თავისუფლებას
მომანიჭებდა უკან არ დავიხევდი.*
ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ მისმა ნაბიჭვარმა ბიძა კორნმა მისიაზე გამიშვა სადაც ვეგასისთვის მახის დაგება მევალებოდა იტალიელ მაფიის წარმომადგენლებთან საქმე უნდა გამეფუჭებია რაც ვეგასს დაბრალდებოდა და გაუსწორდებოდნენ, ფაქტზე რომ დამიჭირა ეშმაკური ღიმილის მეტი არაფერი ჰქონია სახეზე, მის დაცვის წევრ ნოპს უბრალოდ თვალით რაღაც ანიშნა და წამებში გაკოჭილი მანქანის უკანა სავარძელზე აღმოვჩნდი.