***

181 12 1
                                    

[არ არის შესწორებული]
_____

ბნელოდა, მაგრამ ეს მას პირიქით ახარებდა. გარეთ გასვლის და ბოდიალის სურვილს უღვიძებდა. იქნება თეკლეს დაქალთანაც აბოდიალებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე პლატოზე უნდა ასულიყო ამისთვის.

თეთრ ჩიხოლში ჩასმული საბანი მეორე მხარეს გადაქაჩა, საწოლზე წამოჯდა და მუხლებზე იდაყვებჩამოდებულმა სახე ხელის გულებით მოისრისა. ბოლო ხუთი დღეა გადაბმით თორმეტ საათს მუშაობდა ღამის თერთმეტიდან დღის პირველამდე, მკლავები შეიკერის ნჯღრევით დაღლილი ქონდა, კონდინციონერის გადამკიდე ბეჭები ტკიოდა და თავიც უბჟუოდა.

თვალების ამოგდებამდე ისრისა
მხედველობის ორგანო და ისიც იმიტომ შეწყვიტა, რომ დაურეკეს.

"ჰო?"

თქვა და ხრინწის გასაქრობად, კარგად ჩაახველა, შედეგ კი საათს გახედა; ღამის ათის ოცდაშვიდი წუთი იყო.

"თოკო, სალამი!"
"სალამი, ნოდ. რა ხდება?"
"ასეთი თხოვნა მაქვს, რომ თათია დღესაც ვერ იქნება, გადასხმებს უკეთებენ, სანდრომ გამოვალო და შენც ხომ ვერ დაგვემატები ისევ?"
"სოსო რომ გამოვიდეს, ვერა? თან ორი მენეჯერი იქნებით და თან სამი ბარმენი."
"სოსო ისვენებს."
"მე დასვენება არ მინდა?"

ბრაზდებოდა. ზოგადადაც და ახლაც. არადა, ნოდო მისი ფავორიტი მენეჯერი იყო ორიდან. სოსოს უბრალოდ ვერ უგებდა. ოთხი წელია ბარში "Urban Downtown" მუშაობდა და ნაკლებად საყვარელი მენეჯერისა სამსახურის გარეთ უფრო ესმოდა, ვიდრე სამსახურს შიგნით. სოსო
მისი ადამიანი არ იყო და ნოდო რომ არ ყოლოდა იმ დღესაც, თავის ადამიანთან მისასვლელად სამსახურიდან ერთი საათით ვერ გაირბენდა.

"დღესაც ვერ გაიჭირვებ?"
"თვალები მიელამდება, ნოძ! გადაბმით მეექვსე გამომივა, დღეში თოთხმეტი საათი. ფიქსირებული მაინც მქონდეს ცოტა მეტი."
"ვიცი, მაგრამ-"
"სოსოს ებაზრე ან საბა გამოვიდეს. თან, პრაქტიკა გამოუვა, თუ აპირებს ბარში გადმოსვლას."

დილის ოთხიWhere stories live. Discover now