I

142 7 7
                                    

სახლში შევიდა თუ არა, მაშინვე სამზარეულოს მიაშურა. მაცივარი გააღო, ორი კვერცხი და ერთი პამიდორი მდნარი ყველის სტაფილოსფერ ყუთთან ერთად გამოიღო და შემდეგ საპურეს მიადგა, მაგრამ სანამ ორ ნაჭერს ამოიღებდა, იქამდე ტელეფონი შავი ჯინსის უკანა ჯიბიდან ამოაცურა, "Spotify" გახსნა და საყვარელი სიმღერის მოძებნის პარალელურად სააბაზანოში ხელების დასაბანად შევიდა.

ერბოკვერცხს, ერთ ყიყლიყოს, ერთ მდნარყველიან პურს და გემოვნებაზე დამარილებულ პამიდორს გაზგასულ ნაბეღლავს რომ აყოლებდა, DMX-ის "X Gon' Give It To Ya" აიფონის მომაბეზრებელი ზარით ჩანაცვლდა.

"deda".

წამით ეკრანს ჩააშტერდა და შემდეგ უპასუხა.

"ჰო?"
"მიხვედი სახლში?"
"კი"
"კარგი და რა უნდა ქანა მთელი დღე?"
"არ ვიცი, ჯერ არ მომიფიქრებია."

გაიგონა ელენეს ამოისუნქვა და უკან მამაკაცის ხმა გაისმა.

"მამაშენმა, რამე ჰო არ უნდაო?"
"არათქო, უთხარი."

ხაზის მეორე მხარეს ფაჩუნის ხმა იყო და ახლა ლევანი ჩაენაცვლა ელენეს.

"რამე თუ დაგჭირდეს, დამირეკე, მა."
"კარგი... დაგირეკავ."
"შუაღამესაც, იცოდე."
"ჰო."
"და უთენიაზეც."
"კარგი."
"თავს მიხედე, მიყვარხარ!"
"მეც მიყვარხარ, მა!"

ისევ ფაჩუნის ხმა გაისმა და მშობელი დედის ხმა დაბრუნდა ხაზთან.

"ნორმალურად ჭამე. კარგ ტანზე ხარ და არ გაიფუჭო."

თავის შეკავება არც უცდია, ენა რომ გაატკაცუნა და მიუხედავად იმისა, რომ ელენე მას ვერ ხედავდა, თვალებიც ლამაზად აატრიალა.

"არ ჭირდება ახლა ჩემ ნათქვამს ეგ "ნწ" კომენტარი. მართალს მაინც არ გეუბნებოდე, კაცო!"

კიდევ კარგი მოახერხა გადასვლა, თორემ სული პირში თითქმის აღარ ედგა. იტანჯებოდა. ახლა კი ისეთი შეგრძნება ქონდა, თითქოს დამწვარი ფრთები მოუშუშდა და ისევ თეთრი მტრედივით დაფრინავდა ცაში, რომელსაც ათასში ერთხელ შავი ყვავი ჩაუფრენდა. მხოლოდ ათასში ერთხელ.

დილის ოთხიWhere stories live. Discover now