საწოლზე იწვა. შიშველი სხეული საბნით ქონდა დაფარული თეძოებისა და გულ-მკერდის ნაწილებში. თავი მარცხნივ გადაეტრიალებინა და მუცელზე მწოლიარე, მძინარე კაცს უყურებდა, რომლის მხოლოდ თეძოები იყო დაფარული ნაჭრით.
უყურებდა არასწორი ნათქვამია. უფრო, მიშტერებული იყო ისე, ადამიანს გეგონებოდა მასზე ფიქრობსო, თუმცა ეს ფიქრები რომ ხმამაღლა ეთქვა, ზოგს, ალბათ, გულსაც დაწყვეტდა.
ვერც კი იჯერებდა, რომ წელიწადი და ცამეტი დღე იყო გასული თორნიკეს ავარიიდან. წელიწადი და თორმეტი ღამის წინ თეკლემ კარი სახეში მიუხურა. წელიწადი და თერთმეტი დღე, რაც უფროს სულაბერიძის მდგომარეობას კომატოზური დაერქვა.
ხალხს კი ოღონდ სალაპარაკო მიეცი, არ დაიღლებიან ერთი და იგივე, გაცვეთილი ისტორიის, ღმერთმაც კი აღარ იცის, რამდენჯერ მოყოლოთ. ყველა იმაზე ლაპარაკობდა, თუ როგორ დაკარგა ქვეყანამ ახალგაზრდა ყმაწვილი, როგორ თითქმის აღარ ყავდა მხატვარ ვასილ სულაბერიძეს ერთი მემკვიდრე, თუ რა ძნელი უნდა ყოფილიყო უმცროსი სულაბერიძისთვის, საყვარელი ძმის, ფაქტობრივად, დაკარგვა, თუ როგორ ჩამოუხმა სახე ულამაზეს მოდელ ლანა მონასელიძეს, რაც ასაკმა და წლების სვლამაც კი ვერ შეძლეს. და თუ ვინ იყო ის იღბლიანი თუ აწ უკვე უიღბლო ახალგაზრდა ქალი, ვისთვისაც გარისკა თორნიკემ თავისი სიცოცხლე.
სულაბერიძეებმა პოლიციას და საგამოძიებოს მოსთხოვეს დეას სახელი კადრს მიღმა დარჩენილიყო. თეკლე ჩამოეკიდა მამამისს კისერზე და შეევედრა დაქალი არაფერში გაერიათ, სახელს ჩირქი არ მოცხობოდა, იმის და მიუხედავად, რომ მელაძე იყო მიზეზი უფროსი ძამიკოს ასეთი მდგომარეობის.
ადგა. დაიბანა. ჩაიცვა. ორი მაისური, სამი საცვალი, ორი შორტი და ერთი შარვალი ჩანთაში ჩაალაგა. ტაქსი გამოიძახა. სახლიდან გამოვიდა. მანქანაში ჩაჯდა და მშობლების ბინაში მივიდა.
შუაღამისას რომ გააღვიძეს, ელენეს დიდად არ ესიამოვნა, მაგრამ როგორც კი ლევანმა უთხრა შენი შვილი მოვიდა და დედის როლი მაინც მოირგეო, მაშინვე გამოფხიზლდა და მისაღებში გავიდა, სადაც ქალიშვილი დაუხვდა, სრულიად ჩამორეცხილი სახით.
"რა ხდება?"
"ცოტახანი თქვენთან ვრჩები, რა. ოღონდ, ამ შუაღამეს მაინც დამინდე და არ დამიწყო დაკითხვა, ძალიან გთხოვ."
"შუაღამეს სახლში მივარდები და რატომ, მიზეზს არ ამბობ და მგონი, მაქვს უფლება დაგკითხო, არა?!"
"დედა, დილას, თუ გინდა, გამწურე! ახლა დამაძინე." თქვა და ჩანთა მოიხსნა.
"სულ წახვედი ხელიდან. გაგლია იმ ბიჭმა. მეგობრის ძმა, შვილო, რამ შეგაყვა-"
"გეყოს, რა! თორნიკეზე სიტყვა შენი პირიდან არ გავიგო! მერე რა, რომ მიყვარს? იმასაც ვუყვარვარ!"
"ნახევრად მკვდარია!" არ დანებდა ელენე და ცუდი ადგილიდან გამოწია სიმი.
"არაა მკვდარი! დაბრუნდება! აი, ნახავ, თუ არ გაიღვიძებს! რომც ვძულდე, მე მაინც მეყვარება!"
"დაგანგრევს. საკუთარი თავი არ გეცოდება? ჩვენ არ გეცოდებით?"
"მე მამა მეცოდება შენ ხელში. როდის აწერთ ხელს? ხვალ?"
უცბად შემოუტია და არ ელოდა. ყბა ჩამოუვარდა ელენეს და ლევანს გახედა. ლევანი კი კედელს მიყუდებული იდგა და გულ-მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული უსმენდა მათ ბრძოლას. არ ესიამოვნა ცოლის გამოხედვა და აზრიც დააფიქსირა:
"გითხრა, დამასვენეო და დაასვენე!"
"ლევან, ამასობაში ბავშვი გაგიუზრდელდა!"
"ამასობაში, დედობა დაგავიწყდა და კი არ გაუზრდელდა, სიმართლეს პირში გტენის." გადაწყვიტა და ისეთი ტონი ქონდა, მარტივი მისახვედრი იყო, რომ საუბარი მისი სიტყვით დასრულდა. მერე, განერვიულებულ შვილს მიუტრიალდა. "წადი, მა, დაიძინე. ხვალ დამელაპარაკე."
YOU ARE READING
დილის ოთხი
Romanceსიყვარული არის ჭეშმარიტება, რაც შემოქმედების გულში დევს. ("გოიმურ" და დიდად-არა-ესთეტიურ არც "ყდას" და არც ზევით დაწერილ წინადადებას არ ვიმჩნევთ. უბრალოდ, ღამის ორი საათის შემაწუხებელი ფიქრებია.)