ისედაც ცნობილი ფაქტია, მგონი, მაგრამ კიდევ გავმეორდები: ჩემი წარმოსახვის ნაწილია თითოეული სიტყვა და ეს ყველამ ჩაიბეჭდეთ.
————————"ერთი წელი გავიდა, მა."
"ჩემთან არ მოდიოდა, გეფიცები." სახედაკაწრულმა ამოიკნავლა და გამხდარი სხეული მშობელი მამის მკლავებში ჩაიკლაკნა.
დღეში ასე რამდენჯერ ემართებოდა, არც იცოდა. რამდენჯერ გათიშულა და გამოფხიზლებისას არც ხსომებია, რომ გაითიშა. რატომ გაითიშა? მერამდენედ? რაც იცოდა იყო ის, რომ გადამდგარი მრბოლელი მამა გვერდით ეჯდა ყოველთვის, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ქონდა, ხალხი ყავდა მისახედი და დასაკვალიანებელი. ლევან მელაძე ან ტელეფონზე საუბრობდა ისე, რომ ცალი ფეხი ოთახში ედგა და შვილის ყოველ წრიალზე წითელი ენთებოდა ტვინში, ან მესიჯით აგვარებდა ფიზიკურად იქ ყოფნით მოსაგვარებელ საქმეს.
ელენე გაგუას ქმარი გაცილდა. ვერავინ მოთვლიდა, რამდენი ადამიანი საუბრობდა ამაზე. ერთადერთი შეღავათი, თუ დახმარება, რაც მიიღო აწ ყოფილი ქმრისგან, ძველი ბინა გამოდგა, ესეც გარკვეული დროით და ამ დროში ახალი უნდა მოეძებნა.
წყნეთის სახლში ავიდა მამა-შვილი, ძალიან ცდილობდნენ არავისთვის ეთქვათ რამე. ამას უფრო ლევანი ცდილობდა, არ უნდოდა შვილი ხალხთან თავისი ხელით მიეყვანა. ასე იქამდე გაგრძელდებოდა, სანამ დეა ცოტათი მაინც არ დაუბრუნდებოდა თავის ნამდვილ თავს.
ფსიქოლოგთან მივიდა. თითქმის ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ ფსიქიატრი სჭირდებოდა. სულ გაილია. სხეულითაც, ტვინითაც. აღარაფერზე იცინოდა, აღარც ტიროდა. მხოლოდ მსუბუქი, პატარა პეტიტი ღიმილი გადაეკვრებოდა ტუჩებზე და მანდ მთავრდებოდა. დაწოლისკენ მიურბოდა გული. სულ ეძინებოდა, დღეში ორჯერ ჭამდა, მაშინაც ცოტას.
YOU ARE READING
დილის ოთხი
Romanceსიყვარული არის ჭეშმარიტება, რაც შემოქმედების გულში დევს. ("გოიმურ" და დიდად-არა-ესთეტიურ არც "ყდას" და არც ზევით დაწერილ წინადადებას არ ვიმჩნევთ. უბრალოდ, ღამის ორი საათის შემაწუხებელი ფიქრებია.)