II

81 5 6
                                    

[შეუსწორებელი ვერსია, რადგან ნერვი არ მაქვს :)]
————-

ბარის ცხრა დიდი დინამიკიდან, დაყრუებამდე ხმამაღლა ისმოდა 50 Cent-ის In Da Club. შემდეგ, თორნიკეს მარიამმა გამოუტანა ტორტი, ორი სანთლით: ორი და ცხრა. რომ ჩააქრო, აკოცა კიდეც. თორნიკე წამში გამოერკვა და მიუხედავად იმისა, რომ ხალხი იყო მათ გარშემო, უხეშად მოიშორა გოგონა, თან მხოლოდ მის გასაგონად დააყოლა:

"გეყოფა ბოზობა და საქმეს მიხედე, რა!"

მარიამს ყბა ჩამოუვარდა, რომელიც სალიმ დაუკეტა და ანიშნა გვერდით გასულიყო.

"ტორტს მე მივხედავ სამზარეულოში და შენ იქამდე მომიყევი, რა ხდება," თქვა კანდელაკმა და ისე რომ არც შეყოვნებულა მეტი ან პასუხისთვის დაუცდია, ხალხის ნაკადი გაარღვია და განცალკევებული ოთახისკენ დაიძრა დიდი შოკოლადის ტორტით ხელში.

რომც არ წაყოლოდა, გამოვიდოდა უკან და ყურის ბიბილოთი გაიყვანდა, თუ საჭირო გახდებოდა. ამიტომ, თორნიკემ საკუთარი ხორცი დაინდო და სამზარეულოში სალის შეყვა, იქამდე კი სოსოს გახედა, რომელმაც გაბეზრებული სახით და მცირედი თავის ქნევით თანხმობა განუცხადა.

"აბა? დაიწყე," არც მეტი და არც ნაკლები, პირდაპირ საქმეზე გადავიდა. "რა დაგატყდა თავს, თოკო?"

"რითი დავიწყო? რომ თორნიკე მქვია და თოკოს მეძახიან?" თქვა და რაღაცნაირი გაღიზიანებული მზერა მიაპყრო სალის, რომელმაც ტუჩი ჩატეხა, ჩაიღიმა და ტორტის ნაჭრების თეფშებზე გადალაგებას მოყვა.

"მაგას გადავახტეთ. თინეიჯერობაც გავიაროთ, უნივერსიტეტსაც გავცდეთ და მოვიდეთ ორი კვირის წინანდელ შაბათთან."

"ზედმეტად დააზუსტე,"

"გაუგებრობა არ მსიამოვნებს, ჰო იცი!"

სულაბერიძემ წარბები წამით შუბლზე აქაჩა, დაბალ სკამზე დაჯდა, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და ჭერის ცქერის პარალელურად ტუჩის კვნეტას მოყვა.

დილის ოთხიWhere stories live. Discover now