✨️

255 31 45
                                    

რადგან ჯიმინის დაბადების დღეა, ხვალ კი ჩემი, ცოტა კარგ განწყობაზეც ვარ და სიმბოლურად გადავწყვიტე ატვირთვა.🙈🥳

წინასწარ გეტყვით, რაღაც დეტალებს ამ თავში განვიხილავ, დამაბნეველი რომ არ აღმოჩნდეს კითხვისას, ფიქცია კი დაიდება ხვალ საღამოს. რადგან განახლებები თავიდან ყველასთან არ მიდის პირველი თავის შემდეგ, შეამოწმეთ.🩷

ორი ძირითადი, საბაზისო ფერომონი არსებობს, რომელთა მატარებლებიც არიან ომეგები და ალფები. რაიმე კონკრეტული სუნი არ აქვს ამ საბაზისო ფერომონს. მისი შეგრძნება ქმნის წარმოდგენას, რითიც მარტივია იმის მიხვედრა, თუ რომელია ომეგა და რომელი ალფა. ალფების ძირითადი ფერომონი ასოცირდება დომინანტთან, სიმძაფრესთან, სიძლიერესთან. ომეგების, სიმსუბუქესთან, მიმზიდველობასა და ცბიერებასთან.
ბეტები ფერომონს არ ატარებენ და საკუთარი რანკიდანვე ჰყავთ მეწყვილეები.

ამ ძირითადი ფერომონის გარდა, თითოეულ ინდივიდს თავისთვის დამახასიათებელი სუნი უყალიბდება, რომლის შეგრძნებაც მხოლოდ მის მეწყვილეს შეუძლია. მოზარდობის ასაკში სქესობრივი მომწიფების პერიოდს, ფიზიკურ განვითარებას, ფერომონის წარმოქმნას, დენა-ცხელებას ანუ ადამიანის საბოლოო ფორმირებას აქვს დიდი მნიშვნელობა, რა იქნება მის ზრდასრულობაში. ვინაიდან ომეგების მომწიფებას შედარებით მეტი დრო სჭირდება, მათში ფერომონის გამომუშავება იწყება ოდნავ ადრე, 13-14 ხოლო ალფებში, 14-15 წლიდან. დაახლოებით ამავე ასაკიდან ხდება დენა და ცხელება, თუმცა გამონაკლისებიცაა და, პირობითად, 2 ან 3 წლით დაგვიანება არ არის პათოლოგია. ასაკის მატებასთან ერთად სრულყოფილი ხდება ადამიანი, შესაბამისად, ყოველ სამ-ოთხ თვეში დენაც და ცხელებაც სერიოზულ სახეს იღებს და შედარებით მტკივნეულია დაახლოებით ოთხ-ხუთ დღიანი პერიოდის გადატანა სპეციალური მედიკამენტის ან მეწყვილესთან სქესობრივი კავშირის გარეშე. ბუნებრივია, მოზარდობის ასაკში სქესობრივი კავშირის დამყარება იშვიათი რამაა, ამიტომ ოპტიმალური ვარიანტი ასეთ დროს მედიკამენტის გამოყენებაა.

TRIALISM - K.TH ☆ J.JKWhere stories live. Discover now